NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ცემა, თმებით ითრია, ველოსიპედი ჩაარტყა...

AutoSharing Option
"კოლორადო ეველანშის" მეკარე სემიონ ვარლამოვი ქალაქ დენვერის პოლიციამ ძალადობის ბრალდებით დააპატიმრა. მოგვიანებით, რუსი ჰოკეისტი 5 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს.

ცნობილი გახდა საქმის დეტალები. ჰოკეისტის მეგობარმა, რუსმა მოდელმა ევგენია ვავრინიუკმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების გოლკიპერი დიდი ხანია ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელია და მთვრალი ვარლამოვი "ნამდვილ ცხოველს" ემსგავსებოდა. ქალმა ეს გაზეთ "დენვერ პოსტს" მოუყვა.

ვავრინიუკის თქმით, 28 ოქტომბერს, დილით ვარლამოვი წვეულებიდან დაბრუნდა და ქალს ცემა დაუწყო. მოდელი ამბობს, რომ ჰოკეისტი მას მკერდის არეში ურტყამდა, ხელებს უგრეხდა, თმებით ათრევდა, ბოლოს
კი წაქცეულს რამდენჯერმე ველოსიპედი (!) ჩაარტყა.

რუსი მოდელი ამბობს, რომ ვარლამოვი მას ადრეც სცემდა, მაგრამ პოლიციას მხოლოდ მაშინ მიმართა, როცა მეკარემ შუა ჩხუბის დროს ქალი მათი საერთო სახლიდან გააგდო. ვავრინიუკი ამბობს, რომ არ შორდებოდა ვარლამოვს, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ის შეიცვლებოდა და ისინი ბავშვის ყოლას შეძლებდნენ. ვავრინიუკმა ისიც თქვა, რომ ჰოკეისტის თხოვნით, უარი განაცხადა კარგ სამოდელო კონტრაქტზე. მათი ურთიერთობა დაახლოებით ერთი წელი გრძელდებოდა.

ქალაქ სამარაში დაბადებულმა ქალბატონმა დაამატა, რომ ახლა, ეშინია სამშობლოში დაბრუნება, რადგან ვარლამოვის გულშემატკივრები მას მუქარის წერილებს უგზავნიან. ვავრინიუკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "კოლორადოს" მეკარემ დამსახურებული სასჯელი უნდა მიიღოს და მისმა თაყვანისმცემლებმა უნდა დაინახონ ჰოკეისტის ნამდვილი სახე.

ბოსტონი-ანაჰაიმი 3:2 (ბ)
0:1, 1:1, 1:0, 0:0
გოლები: 0:1 სმიტ-პელი1 (მ. პერო-6, პენერი-3), 1:1 სოდერბერგი-1 (კელი-1, სპუნერი-1), 1:2 მ. პერო-5 (სმიტ-პელი-3, ფაულერი- 4), 2:2 ხარა-2 (კრეიჩი-11, კრუგი-3).
ბულიტები გაიტანეს: იგინლა (ბოსტონი).

რეინჯერსი-ბაფალო 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 ბრასარი-2 (დელ ზოტო-2, მილერი-1), 2:0 კრაიდერი-2 (ცუკარელო-2, მაკდონაჰი-3).

ფინიქსი-ნეშვილი 5:4 (ბ)
0:3, 2:0, 2:1, 0:0
გოლები: 0:1 ჰენდრიქსი-1 (ლეგუანდი-7, ეკჰოლმი-2), 0:2 ნისტრიომი-3 (ჰორნკვისტი-3, ლეგუანდი-8), 0:3 ლეგუანდი-2 (ს. ჯონსი-4, შ. უებერი-3), 1:3 შვარცი-1 (ზ. მიხალეკი-4, ეკმან-ლარსონი-8), 2:3 მორისი-4 (იენდლი-9, მოსი-5), 2:4 გოსტადი-2 (სპალინგი-2), 3:4 დოუნი-4 (რიბეირო-5, იენდლი-10), 4:4 ვერმეტი-4 (დოუნი-4, ჩიპჩურა-2).
ბულიტები გაიტანეს: ბოდკერი (ფინიქსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: აშშ-ში რუსი მეკარე დაიჭირეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული