NHL. რეგულარული ჩემპიონატი: აშშ-ში რუსი მეკარე დაიჭირეს

AutoSharing Option
სერიოზულ სკანდალში გაეხვა რუსეთის ნაკრების მეკარე სემიონ ვარლამოვი. კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერის პოლიციამ ჰოკეისტი ძალადობის ბრალდებით დააკავა.

ვარლამოვი, რომელიც "კოლორადო ეველანშის" ერთ-ერთი ძირითადი მეკარეა, პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. წინასწარი ინფორმაციით, მოთამაშეს ვერ გაუშვებენ თავდებით იქამდე, სანამ სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

"მას ბრალად ედება ადამიანის გატაცება და მასზე თავდასხმა", - ამბობს დენვერის წინასწარი დაკავების ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი. ჰოკეისტი ცალკე საკანშია მოთავსებული იმის გამო, რომ აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი გახლავთ.

ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქმის კურსშია ვარლამოვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება განთავსებულია
ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"ლიგის ხელმძღვანელობამ იცის სემიონ ვარლამოვის სიტუაციის შესახებ, - წერია განცხადებაში. - გამოძიების დამთავრებამდე არანაირი კომენტარი არ გაკეთდება, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით".

მეკარე, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრებში მოხვედრის კანდიდატია, NHL-ის ერთ-ერთი ლიდერია საშუალოდ მოგერიებული დარტყმების პროცენტით (94.5). 2013-14 წლების რეგულარულ ჩემპიონატში მან რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და შვიდ გამარჯვებას მიაღწია.

მოგება ორი კბილის ფასად
უცნაური ამბავი შეემთხვა "პიტსბურგ პინგვინზის" მოთამაშეს, პასკალ დუპუის "ბოსტონთან" 31 ოქტომბრის შეხვედრაში. მას თავისივე პარტნიორი, მცველი კრის ლეტანგი ეუხეშა. კერძოდ, ლეტანგის მაღლა აწეული ჯოხი სახეში მოხვდა დუპუის, რის გამოც მან ორი კბილი დაკარგა.

ამ შემთხვევითი დარტყმის შემდეგ დუპუიმ პირდაპირ სათადარიგოთა სკამზე გამოიღო პირიდან ორი გატეხილი კბილი. ინციდენტის ვიდეოჩანაწერი NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

"ბოსტონთან" მატჩში დუპუიმ ერთი ქულა დააგროვა - მან ასისტენტობა გაუწია ბრენდონ სატერს.

პიტსბურგი-ბოსტონი 3:2
0:0, 1:0, 2:2
გოლები: 1:0 კუნიტცი-6 (ლეტანგი-1, კროსბი-13), 1:1 პ. ბერჟერონი-3 (საიდენბერგი-4, მარჩანდი-3), 2:1 ბ. სატერი-1 (დუპუი-8, ორპიკი-5), 3:1 ი. იოკინენი-6, 3:2 იგინლა-3 (ლუჩიჩი-6, პ. ბერჟერონი-3).

კალგარი-ტორონტო 2:4
0:2, 1:0, 1:2
გოლები: 0:1 ლუპული-7 (გარდინერი-3, კადრი-8), 0:2 ვან რიმსდიკი-7 (მაკლემანი-1), 1:2 სტაიანი-1 (გლენკროსი-3, ბროდი-3), 1:3 რეიმონდი-5 (კლარკსონი-1), 2:3 დ. ჯონსი-3 (რასელი-5, ვიდემანი-7), 2:4 რეინჯერი-1.

ვანკუვერი-დეტროიტი 1:2
1:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 დ. სედინი-6 (ჰ. სედინი-15, სტენტონი-5), 1:1 ალფრედსონი-3 (ბ. სმიტი-1, ქუინსი-2), 1:2 ტატარი-1 (კრონვალი-7, დეკეისერი-3).

ლოს ანჯელესი-სან ხოსე 4:3 (ო)
1:2, 1:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ვლასიჩი-3 (კუტური-9, ტაილერ კენედი-4), 1:1 დაუტი-4 (ჯასტინ უილიამსი-5), 1:2 პაველსკი-5 (უინგელსი-6), 2:2 სტოლი-2 (ვოინოვი-2, დ. ბრაუნი-4), 2:3 კუტური-7 (მარლო-7, დემერსი-7), 3:3 ჯასტინ უილიამსი-5 (კოპიტარი-11, მ. რიჩარდსი-7), 4:3 კოპიტარი-2 (ლაუტი-3, მ. რიჩარდსი-8).

აღმოსავლეთი
ატლანტიკი
თ მ წ ოწ ქ
1. ტორონტო 14 10 4 0 20
2. ტამპა ბეი 12 8 4 0 16
3. მონრეალი 13 8 5 0 16
4. დეტროიტი 13 7 4 2 16
5. ბოსტონი 11 7 4 0 14
6. ოტავა 12 4 6 2 10
7. ფლორიდა 12 3 7 2 8
8. ბაფალო 14 2 11 1 5

მეტროპოლიტენი
თ მ წ ოწ ქ
1. პიტსბურგი 13 9 4 0 18
2. კაროლინა 12 4 5 3 11
3. აილენდერსი 12 4 5 3 11
4. კოლამბუსი 11 5 6 0 10
5. ვაშინგტონი 12 5 7 0 10
6. ნიუ ჯერსი 12 3 5 4 10
7. რეინჯერსი 11 4 7 0 8
8. ფილადელფია 11 3 8 0 6

დასავლეთი
ცენტრალური
თ მ წ ოწ ქ
1. კოლორადო 11 10 1 0 20
2. ჩიკაგო 13 8 2 3 19
3. სტ. ლუისი 10 7 1 2 16
4. მინესოტა 13 6 4 3 15
5. ნეშვილი 12 6 5 1 13
6. ვინიპეგი 14 5 7 2 12
7. დალასი 12 5 6 1 11

პასიფიკი
თ მ წ ოწ ქ
1. სან ხოსე 13 10 1 2 22
2. ანაჰაიმი 13 10 3 0 20
3. ვანკუვერი 15 9 5 1 19
4. ფინიქსი 13 8 3 2 18
5. ლოს ანჯელესი 14 9 5 0 18
6. კალგარი 12 5 5 2 12
7. ედმონტონი 14 3 9 2 8

შენიშვნა: პლეი ოფში თითო დივიზიონიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადის. კიდევ ოთხ საგზურს თითო კონფერენციიდან უაილდ-ქარდის მფლობელი ორ-ორი გუნდი მიიღებს.

ბომბარდირები
სიდნი კროსბი (პიტ) 21 (8+13)
ფილ კესელი (ტორ) 18 (9+9)
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 18 (9+9)
ჰენრიკ სედინი (ვან) 18 (3+15)
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 16 (11+5)

გოლები
ალექსანდრ სტინი (ს-ლუი) 11
ალექს ოვეჩკინი (ვაშ) 10
ფილ კესელი (ტორ) 9
მეტ დუშენი (კოლ) 9
სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 9

პასები
ჰენრიკ სედინი (ვან) 15
სიდნი კროსბი (პიტ) 13
ჯო ტორნტონი (ს-ხოს) 12
ანჟე კოპიტარი (ლ-ანჯ) 11

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული