ლეგენდარული ფორვარდი მერვე ადგილზე გადავიდა NHL-ის ყველა დროის სნაიპერებს შორის. 41 წლის ჰოკეისტმა "ოტავასთან" შეხვედრაში კარიერაში 693 შაიბა გაიტანა, რითაც გაუსწრო "დეტროიტის" ლეგენდას სტივ აიზერმანს, რომლის ანგარიშზე 692 გოლი მოდის.
"სენატორზის" წინააღმდეგ ჩეხმა ფორვარდმა მეორე პერიოდის დასაწყისში გაიტანა, რითაც ფაქტობრივად გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან ამ მომენტში ანგარიში 3:0 გახდა "დევილზის" სასარგებლოდ.
იაგრისთვის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს. მას 25 მატჩში 12 გოლი და 17 შედეგიანი პასი დაუგროვდა. 2013-14 წლების სეზონის
ნიუ ჯერსი-ოტავა 5:2
2:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 ს. ჯონტა-1 (ენრიკე-7, ვოლჩენკოვი-6), 2:0 ბუშე-1 (გელინასი-11, რაიდერი-6), 3:0 იაგრი-12 (ზეიჯაკი-8, ენდი გრინი-12), 3:1 გრინინგი-3 (ზიბანეჯადი-7, ე. კარლსონი-23), 4:1 ბრუნერი-8 (ელიაში-14), 4:2 მ. მიხალეკი-6 (ვირჩიოკი-11), 5:2 გელინასი-4 (ბრუნერი-5, ელიაში-15).
რეინჯერსი-პიტსბურგი 3:4 (ბ)
0:0, 1:1, 2:2, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 კუნიტცი-18 (ი. იოკინენი-13, კროსბი-29), 1:1 ჰაგელინი-7 (მური-4, ბ. რიჩარდსი-17), 1:2 დუპუი-6 (კროსბი-30, კუნიტცი-17), 1:3 ბ. სატერი-7 (მაატა-7), 2:3 ცუკარელო-7 (მური-5, ფალკი-2), 3:3 ბრასარი-6 (პულიო-5, ცუკარელო-16).
ბულიტები გაიტანეს: ბ. სატერი (პიტსბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ალექსანდრ ოვეჩკინი კვირის პირველი ვარსკვლავია