ლუონგომ პირველი პერიოდის შემდეგ დატოვა მოედანი, მანამდე კი მას უსიამოვნო შეჯახება ჰქონდა "ჯეტსის" ფორვარდ ბლეიკ უილერთან. ლუონგოს ნაცვლად, კარში ახალბედა ედი ლეკი ჩადგა, რომელმაც თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.
უნდა აღინიშნოს, რომ ლუონგო 2010 წლის ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ამ თამაშებზე კანადის ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გოლკიპერმა საზარდული
რეინჯერსი-მინესოტა 4:1
1:1, 2:0, 1:0
გოლები: 0:1 პომინვილი-17 (რ. სატერი-21, გრანლუნდი-11), 1:1 პულიო-5 (მაკდონაჰი-14, ბრასარი-11), 2:1 ჰაგელინი-8 (დორსეტი-2, ბ. ბოილი-7), 3:1 ცუკარელო-8 (ბრასარი-12), 4:1 კრაიდერი-9 (რიკ ნეში-8).
ვანკუვერი-ვინიპეგი 2:1
1:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 რიჩარდსონი-7 (ჰამჰუისი-6), 1:1 ე. კეინი-10 (ველერი-15, შაიფელი-12), 2:1 ტანევი-4 (კასიანი-2, ბუთი-5).
ლას ვეგასში NHL-ს უმიზნებს
ჰოკეის ეროვნული ლიგა შეიძლება გახდეს პირველი ჩრდილოამერიკის ოთხ მთავარ პროფესიულ ლიგას შორის, რომელსაც გუნდი ეყოლება ლას ვეგასში. ამ მომენტისთვის, ეს ქალაქი მეორე ადგილზეა NHL-ის სავარაუდო გაფაროების სიაში სიეტლის შემდეგ.
სიეტლისა და ლას ვეგასის გარდა, NHL-ის კიდევ ერთი ახალბედა შეიძლება გახდეს კანადის კვებეკ-სიტი. ამ მომენტისთვის, ჰოკეის ლიგის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს საკუთარ რიგებში სამი ახალი გუნდის მიღებას.
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობის ეჭვი ლას ვეგასთან მიმართებაში იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქში ყოველთვის იმართება ბევრი გასართობი ღონისძიება და ჰოკეის მატჩებს ძლიერი კონკურენციისთვის გამკლავება მოუწევს. გარდა ამისა, კაზინოების ქალაქში სამუშაო ციკლი 24 საათი გრძელდება, ამიტომაც, ბევრ გულშემატკივარს არ შეეძლება მატჩებზე დასწრება, რადგან სამუშაოზე იქნება დაკავებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 693