ახლა, ამ ჰოკეისტების ანგარიშზე 1723 ქულა მოდის, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად იაგრს 500-ით მეტი მატჩის ჩატარება დასჭირდა, ვიდრე მარიოს. ამ მომენტისთვის, პიტსბურგელი პარტნიორები მეშვიდე ადგილს იყოფენ, მაგრამ უახლოეს ხანში იარომირს კიდევ უფრო წინ წასვლის შანსი აქვს, რადგან მორიგ სამიზნემდე - სტივ აიზერმანამდე
ტორონტო-აილენდერსი 3:5
1:1, 1:1, 1:3
გოლები: 1:0 ბოჟაკი-6 (რეინჯერი-7, ვან რიმსდიკი-16), 1:1 ოკსოპო-17 (ტავარესი-32, ჰამონიკი-7), 1:2 გრაბნერი-6, 2:2 რეიმონდი-12 (გარდინერი-11, კადრი-13), 2:3 ნილსენი-16 (ვანეკი-22, ტავარესი-33), 2:4 დე ჰაანი-1 (ჰამონიკი-8, ტავარესი-34), 3:4 ლუპული-13 (კადრი-14), 3:5 კლატერბეკი-6 (გრაბნერი-8).
ნიუ ჯერსი-ფილადელფია 2:3 (ო)
1:0, 0:0, 1:2, 0:1
გოლები: 1:0 ენრიკე-10 (იაგრი-22, ქლოუ-3), 1:1 ჟირუ-13 (ტიმონენი-12, ვორაჩეკი-20), 1:2 ჰარტნელი-10 (შენი-16, გროსმანი-8), 2:2 რაიდერი-14 (ჟიდლიცკი-16, ე. გრინი-15), 2:3 შენი-11 (გროსმანი-9, სიმონდსი-15).
ნეშვილი-სან ხოსე 3:2
0:0, 3:1, 0:1
გოლები: 1:0 ლეგუანდი-7 (კ. სმიტი-13, შ. უებერი-18), 1:1 პაველსკი-19 (დ. ბოილი-13, დემერსი-16), 2:1 ეკჰოლმი-1 (ლეგუანდი-21), 3:1 იოსი-4 (შ. უებერი-19, კ. უილსონი-15), 3:2 მარლო-20 (ნიეტო-8, დემერსი-17).
ვინიპეგი-ტამპა ბეი 2:4
1:1, 1:1, 0:2
გოლები: 0:1 ფილპულა-17 (პურსელი-17, კილორნი-14), 1:1 ო. იოკინენი-11 (შაიფელი-16, პურსელი-24), 2:1 პურსელი-10 (ველერი-17, პაველეცი-1), 2:2 პალატი-8 (კუჩეროვი-3, კილორნი-15), 2:3 სან ლუი-18 (ჰედმანი-15, პურსელი-18), 2:4 სან ლუი-19 (მეტიუ კარლი-18).
ფინიქსი-კალგარი 6:0
0:0, 0:0, 6:0
გოლები: 1:0 დოუნი-13 (ბოდკერი-16, რიბეირო-20), 2:0 ჰანზალი-12 (ვრბატა-19, კორპიკოსკი-6), 3:0 ბოდკერი-13 (რიბეირო-21, მერფი-7), 4:0 კორპიკოსკი-6 (ჰანზალი-18, ვრბატა-20), 5:0 სტოუნი-8 (კორპიკოსკი-7, ჰალპერნი-4), 6:0 კლინკჰამერი-9 (სტოუნი-4, დოუნი-12).
ედმონტონი-სტ ლუისი 2:5
0:1, 2:3, 0:1
გოლები: 0:1 კ. სტიუარტი-14 (როი-21, ლეოპოლდი-3), 1:1 იაკუპოვი-9 (პერონი-17, სემ განიე-12), 1:2 ლაპიერი-6 (რივსი-3, პიეტრანჯელო-24), 2:2 არკობელო-4 (გაზდიჩი-2, ფერენსი-7), 2:3 ბეკსი-17 (პიეტრანჯელო-25), 2:4 ტარასენკო-14 (ლეოპოლდი-4, სობოტკა-15), 2:5 ბერგლუნდი-7 (სობოტკა-16, ტარასენკო-12).
ვანკუვერი-პიტსბურგი 4:5 (ბ)
0:1, 1:1, 3:2, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 გიბონსი-2, 0:2 მალკინი-12 (ჯ. ნილი-19, მაატა-11), 1:2 გარისონი-5, 2:2 ტანევი-5 (ჰამჰუისი-10, კასიანი-3), 3:2 ჰიგინსი-12 (ჰანსენი-5, ი. უებერი-3), 4:2 კასიანი-8 (ჰიგინსი-13, ბიეკსა-14), 4:3 ლეტანგი-7 (ი. იოკინენი-19, კროსბი-41), 4:4 კროსბი-24 (კუნიტცი-25, ი. იოკინენი-20).
ბულიტები გაიტანეს: კროსბი (პიტსბურგი).
ანაჰაიმი-ბოსტონი 5:2
0:0, 3:1, 2:1
გოლები: 1:0 მ. პერო-8 (სელიანე-8, ვატანენი-6), 2:0 პერი-24 (ბელესკი-7, ბონინო-19), 3:0 კოლიანო-14 (ვინიკი-19), 3:1 პეი-7 (ფლორეკი-1, გ. კემპბელი-6), 3:2 დ. ჰემილტონი-4 (სოდერბერგი-16, იგინლა-16), 4:2 ბონინო-13 (გეტცლაფი-29, პერი-22), 5:2 მ. პერო-9 (სელიანე-9, მარუნი-5).
ლოს ანჯელესი-მინესოტა 1:2 (ბ)
0:0, 0:0, 1:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 სტოლი-6 (ჯ. კარტერი-12, დ. კინგი-11), 1:1 ნიდერაიტერი-9 (პომინვილი-12, გრანლუნდი-15).
ბულიტები გაიტანეს: ნიდერაიტერი (მინესოტა).
NHL: ყველაზე წესიერი ლიგა
2013 წლის შედეგების მიხედვით, ჩრდილოამერიკულ ლიგებს შორის ყველაზე დისციპლინირებული ჰოკეის ეროვნული ლიგაა. გასულ წელს, ამ ლიგის მოთამაშეები მხოლოდ ორჯერ დააპატიმრეს. პირველი შემთხვევა უკავშირდება "კოლორადო ეველანშის" რუს მეკარე სემიონ ვარლამოვს, რომელმაც შეყვარებული ცემა, თუმცა, მოგვიანებით, ყველა ბრალდება მოუხსნეს.
მეორე დაპატიმრებული ჰოკეისტია "ფლორიდას" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი სკოტ ტიმინსი, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სხვის სახლში შევიდა და დივანზე დაიძინა.
ყველაზე მეტი დაპატიმრება დაფიქსირდა ამერიკული ფეხბურთის სტუდენტურ ლიგაში (174), მეორე ადგილზეა ამერიკული ფეხბურთის პროფესიული ლიგა - NFL (71). შემდეგ მოდიან ყოფილი პროფესიული მოთამაშეები, რომლებმაც დაასრულეს კარიერა (50), კალათბურთის სტუდენტური ლიგა (49), ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია - NBA (19), ბეისბოლის ლიგა - MLB (12) და NHL (2).
* * *
გუშინდელ ნომერში გაგაცანით სოჭის ოლიმპიადის მონაწილე გუნდების შემადგენლობები, რის შემდეგაც, სტატისტიკოსებმა რამდენიმე საინტერესო დეტალზე გაამახვილეს ყურადღება.
ოლიმპიადაზე სამი ისეთი გუნდი გამოვა, რომელიც მთლიანად NHL-ის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული - კანადა, აშშ და შვედეთი (შვედებს განაცხადში ერთი ჰოკეისტი ჰყავთ ადგილობრივი ლიგიდან).
კანადის ნაკრების ყველა ჰოკეისტის ჯამური ხელფასი წელიწადში 150.9 მილიონ დოლარს შეადგენს, მეორე ადგილზეა შვედეთი 98.2 მილიონით.
ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება ჰოკეის ეროვნულ ლიგას - 150 ჰოკეისტი, მეორე ადგილზეა ჰოკეის კონტინენტალური ლიგა 48 მოთამაშით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"