დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა "ანაჰაიმმა" 9:1 გაანადგურა ამავე კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტი. საინტერესოა, რომ ბრიუს ბუდროს შეგირდებს ამ სეზონში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ შინ ძირითად დროში; თანაც, ბოლო 19 შეხვედრაში 18 თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ბოლოს ასეთი სერია "მონრეალს" ჰქონდა 1967-68 წლებში.
ცხრიდან ექვსი შაიბა "ანაჰაიმმა" რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანა. მესამე პერიოდის შუაში "ვანკუვერის" ჰოკეისტებმა რამდენჯერმე ჩხუბი მოაწყვეს, რის გამოც "კენაქსმა" შვიდი წუთი ითამაშა სამი კაცით ხუთის წინააღმდეგ. თამაშის ბოლომდე გაძევება
მატჩის გმირი აღმოჩნდა "ანაჰაიმის" ფორვარდი კორი პერი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი პასი შეასრულა. ასევე დუბლები შეასრულეს ნიკ ბონინომ და ტეემუ სელიანემ.
"ანაჰაიმს" 49 მატჩში 77 ქულა აქვს და ლიდერობს როგორც დასავლეთ კონფერენციაში, ასევე მთლიანად რეგულარულში. "ვანკუვერი" 48 მატჩში 57 ქულით მეშვიდე გუნდია დასავლეთში.
ტორონტო-ბაფალო 4:3 (ბ)
1:0, 2:2, 0:1, 0:0, 3:1
გოლები: 1:0 კესელი-22, 1:1 ელისი-2 (მიერსი-9, პისიკი-5), 1:2 მოულსონი-15, 2:2 კულემინი-6 (ჰოლანდი-5), 3:2 რაილი-2 (კადრი-16, რეიმონდი-17), 3:3 ჰოჯსონი-10 (ენისი-9, ერჰოფი-16).
ბულიტები გაიტანეს: ვან რიმსდიკი (ტორონტო), მოულსონი (ბაფალო), ლუპული (ტორონტო), ბოჟაკი (ტორონტო).
პიტსბურგი-ვაშინგტონი 4:3
0:1, 2:1, 2:1
გოლები: 0:1 ლეიჩი-5 (ელზნერი-10), 1:1 ლეტანგი-9 (კროსბი-43, გლესი-6), 1:2 ჩიმერა-9 (მ. იოჰანსონი-24, ორლოვი-3), 2:2 პიატი-1 (მაატა-12, ი. იოკინენი-21), 2:3 ოვეჩკინი-34 (მ. იოჰანსონი-25, მაიკ გრინი-20), 3:3 ი. იოკინენი-13 (ბ. სატერი-9, ნისკანენი-18), 4:3 მაატა-4 (მალკინი-35, ნისკანენი-19).
ანაჰაიმი-ვანკუვერი 9:1
2:0, 4:1, 3:0
გოლები: კოლიანო-16 (სილფვერბერგი-8, ს. კოივუ-11), 2:0 სელიანე-6 (ვატანენი-7, ლინდჰოლმი-11), 3:0 პერი-26 (მარუნი-8, ლინდჰოლმი-12), 4:0 ბონინო-14 (ვატანენი-8, პერი-25), 5:0 ბონინო-15 (გეტცლაფი-31, პერი-26), 6:0 სილფვერბერგი-6 (მ. პერო-17, ბოშემენი-9), 6:1 კასიანი-9 (ბუტი-6, ედლერი-7), 7:1 პერი-27 (გეტცლაფი-32), 8:1 სელიანე-7 (ბელესკი-10, ლავჯოი-10), 9:1 ვატანენი-6 (ფისტრიჩი-2, სელიანე-10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი: ამჯერად, მესიეზე ზემოთ