NHL. რეგულარული ჩემპიონატი: რუსებს ლიდერი დაემტვრათ

AutoSharing Option
რუსეთის ოლიმპიური ნაკრების ლიდერმა ალექსანდრ ოვეჩკინმა ტრავმა მიიღო და NHL-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩის გამოტოვება მოუწია. ეს მოხდა ორშაბათის შეხვედრაში, რომელშიც ოვეჩკინის გუნდი "ვაშინგტონი" "ნიუ იორკ რეინჯერსს" ხვდებოდა. ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან აღდგენის ვადებზე. არც ის არის ცნობილი - შეუქმნის თუ არა ეს ტრავმა ხიფათს ოვეჩკინის სოჭის ოლიმპიადაზე გამოსვლის პერსპექტივას.

რუსი ვარსკვლავის დაზიანების შესახებ ცნობილი გახდა "ვაშინგტონსა" და "ოტავას" შორის 22 იანვრის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. "კეპიტალზის" მთავარი მწვრთნელის, ადამ ოუტსის თქმით, "რეინჯერსთან" მატჩში ოვეჩკინმა მეტ ჟირარდისთან შეჯახების შემდეგ მიიღო ტრავმა.
"ოტავასთან" მატჩში რუსი ყინულზე არ გასულა, მისმა გუნდმა 0:2 წააგო და ეს იყო დედაქალაქური კლუბისთვის ზედიზედ მეექვსე წაგება.

ოვეჩკინის ტრავმის ხარისხზე არაფერს წერენ, რაც მიღებული პრაქტიკაა NHL-ში. ოფიციალურად, ლაპარაკია "სხეულის ქვედა ნაწილის" ტრავმაზე.

შეგახსენებთ, რომ ოვეჩკინმა მიმდინარე რეგულარულში 35 შაიბა გაიტანა და პირველ ადგილზეა სეზონის საუკეთესო სნაიპერთა შორის.

ბაფალო-ფლორიდა 3:4
2:3, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 სტეფორდი-6 (ოტი-10, უმარკი-2), 1:1 ვინჩესტერი-6 (ჯოვანოვსკი-3, იუბერდო-13), 2:1 სტეფორდი-7 (ენისი-12), 2:2 ბერგენჰაიმი-11 (გილბერტი-17, ბარკოვი-16), 2:3 ჯოვანოვსკი-1, 2:4 ბიუგსტადი-11 (ბ. კემპბელი-16, გილბერტი-18), 3:4 ოტი-6 (სტეფორდი-10, ლეინო-7).

ნიუ ჯერსი-სტ ლუისი 7:1
3:1, 2:0, 2:0
გოლები: 1:0 ფეინი-2 (ბრუნერი-6, ელიაში-19), 2:0 რ. კარტერი-4 (ს. ჯონტა-4, გელინასი-15), 2:1 სტინი-25 (შვარცი-18, ბეკსი-19), 3:1 იაგრი-16 (ბუშერი-5, ზეიჯაკი-15), 4:1 ქლოუ-3 (ჟიდლიცკი-18, ბრუნერი-7), 5:1 ენრიკე-13 (გელინასი-16, ჟიდლიცკი-19), 6:1 ბრუნერი-9 (ელიაში-20, ზეიჯაკი-16), 7:1 გელინასი-6 (ვოლჩენკოვი-7).

რეინჯერსი-აილენდერსი 3:5
2:1, 1:2, 0:2
გოლები: 1:0 რიკ ნეში-15 (კრაიდერი-16), 2:0 რიკ ნეში-16 (ჟირარდი-12, კრაიდერი-17), 2:1 მ. მარტინი-3 (ტავარესი-37, ოკსოპო-30), 3:1 კრაიდერი-13 (სტეპანი-23, ბ. რიჩარდსი-25), 3:2 ჰიკი-3 (ოკსოპო-31, ვანეკი-27), 3:3 კ. მაკდონალდი-4 (ტავარესი-38, რეგინი-4), 3:4 ვანეკი-18 (ტავარესი-39, ნილსენი-24), 3:5 ნილსენი-17.

ვაშინგტონი-ოტავა 0:2
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ტარისი-15 (მაკარტური-20, გრიბა-4), 0:2 სპეცა-13 (ვირჩიოკი-12, ე. კარლსონი-36).

კოლამბუსი-ლოს ანჯელესი 5:3
2:1, 2:1, 1:1
გოლები: 0:1 დ. კინგი-11 (ტ. ლუისი-2), 1:1 უმბერგერი-12 (ვიშნიევსკი-25, ჯ. ჯონსონი-15), 2:1 რ. იოჰანსენი-19 (რ. მიურეი-13, ვიშნიევსკი-26), 2:2 ჯ. კარტერი-20 (მ. რიჩარდსი-27), 3:2 უმბერგერი-13, 4:2 ჰორტონი-3 (ანისიმოვი-11, ჯენერი-5), 5:2 ანისიმოვი-13 (ფოლინო-15), 5:3 რე
გერი-1 (ჯასტინ უილიამსი-15, მ. რიჩარდსი-28).

დალასი-მინესოტა 4:0
2:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ფიდლერი-3 (გოლიგოსკი-16, რუსელი-10), 2:0 ე. კოული-14 (გოლიგოსკი-17, ჯეიმი ბენი-24), 3:0 რეი უიტნი-6 (გონჩარი-13, იკინი-13), 4:0 ჯორდი ბენი-2 (ბულიტი).

კოლორადო-ტორონტო 2:5
0:2, 1:2, 1:1
გოლები: 0:1 კესელი-25 (ფანოფი-16, რეიმონდი-19), 0:2 ვან რიმსდიკი-20 (ფრანსონი-21, ბოჟაკი-15), 0:3 კადრი-13 (გარდინერი-13, ლუპული-13), 0:4 კესელი-26 (ვან რიმსდიკი-19, ბოჟაკი-16), 1:4 მაკინონი-16 (პარენტო-16, ჰოლდენი-7), 2:4 მაკინონი-17 (ტელბოტი-10), 2:5 მაკლემანი-2 (კულემინი-8, ლუპული-14).

ედმონტონი-ვანკუვერი 1:2
0:1, 0:1, 1:0
გოლები: 0:1 ლეინი-1 (ვაისი-8, სესტიტო-2), 0:2 კასიანი-10 (კესლერი-14, დ. სედინი-27), 1:2 ებერლე-17 (ტ. ჰოლი-29, სემ განიე-15).

ანაჰაიმი-ვინიპეგი 2:3
1:2, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ფაულერი-6 (გეტცლაფი-34, ბელესკი-11), 1:1 ველერი-18 (ე. კეინი-12, შაიფელი-19), 1:2 ლედი-11 (ლიტლი-25, ტროუბა-10), 1:3 ე. კეინი-15 (ლიტლი-26), 2:3 ბონინო-16 (სილფერბერგი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული