NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრი ლემიეს ჩაგრავს

AutoSharing Option
მორიგი სტატისტიკური მიღწევის ავტორი გახდა "ნიუ ჯერსი დევილზის" ჩეხი ვეტერანი იარომირ იაგრი.

ბოლო დროს ლეგენდარული ფორვარდი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში. ამჯერად მან შედეგიანი გადაცემების რაოდენობით გაუსწრო ლეგენდარულ მარიო ლემიეს და ეს უკანასკნელი ყველა დროის სიაში პირველი ათეულიდან გააგდო. 27 იანვარს, "ნიუ იორკ რეინჯერსთან" მატჩში იაგრმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საუკეთესო ასისტენტების სიაში მეათე ადგილზე გადავიდა.

ახლა იაგრის ანგარიშზე 1035 პასია, ლემიე კი, რომელიც "პიტსბურგში" იარომირის პარტნიორი იყო, 1033 შედეგიანი გადაცემით იწონებს თავს. აღვნიშნავთ, რომ "სუპერმარიომ" ამ შედეგს 915 მატჩში
მიაღწია, იაგრს კი 1444 მატჩი დასჭირდა. NHL-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ჩეხი 1732 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ეს პოზიციაც იაგრმა მიმდინარე სეზონის დროს მოიპოვა.

იაგრს 15 თებერვალს 42 წელი შეუსრულდა. ის მიმდინარე სეზონში ლიდერობს "ნიუ ჯერსიში" გოლების (16), პასებისა (28) და ქულების (44) რაოდენობით.

აღვნიშნავთ, რომ "ნიუ ჯერსისა" და "რეინჯერსის" მატჩი ღია ცის ქვეშ, "ნიუ იორკ იანკიზის" ბეისბოლის სტადიონზე გაიმართა, სადაც სპეციალურად დააგეს ყინულის მოედანი.

ნიუ ჯერსი-რეინჯერსი 3:7
3:2, 0:4, 0:1
გოლები: 1:0 ელიაში-8 (ქლოუ-10), 1:1 მური-4 (სტრალმანი-5, ბ. ბოილი-8), 2:1 ელიაში-9 (იაგრი-27, ჟიდლიცკი-20), 3:1 ზეიჯაკი-8 (იაგრი-28, ფეინი-3), 3:2 მ. სტაალი-3 (მური-6), 3:3 ცუკარელო-14 (მური-8, ბრასარი-19), 3:4 ცუკარელო-15 (ბრასარი-20, პულიო-11), 3:5 ჰაგელინი-12 (კელეჰანი-11, სტრალმანი-6), 3:6 რიკ ნეში-18 (სტეპანი-25, მ. სტაალი-5), 3:7 სტეპანი-10 (ბულიტი).

დეტროიტი-ფლორიდა 4:5 (ბ)
0:1, 3:0, 1:3, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ბერგენჰაიმი-12 (კულიკოვი-6, ვივერი-4), 1:1 ნიკუისტი-9 (ფრანცენი-14), 2:1 ალფრედსონი-12 (ბ. სმიტი-12, ლაშოფი-3), 3:1 შიჰენი-3 (ტატარი-10, ივსი-2), 3:2 ვინჩესტერი-7 (გილბერტი-21, გოკი-10), 4:2 ტატარი-12 (შიჰენი-5, იურკო-3), 4:3 შორი-4 (ფლიშმანი-18, გილბერტი-22), 4:4 ბოიესი-13 (ბ. კემპბელი-17).
ბულიტები გაიტანეს: ბიუგსტადი (ფლორიდა).

ჩიკაგო-ვინიპეგი 1:3
1:0, 0:0, 0:3
გოლები: 1:0 ბოლიგი-6 (ბ. სმიტი-9, კრუგერი-18), 1:1 ველერი-20 (ე. კეინი-14, მ. სტიუარტი-5), 1:2 ლედი-12, 1:3 ველერი-21 (ენსტრიომი-12).

ედმონტონი-ნეშვილი 5:1
2:1, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 შულცი-6 (ჟოენსუუ-1, რ. სმიტი-11), 1:1 ლეგუანდი-9 (სპალინგი-12, კ. სმიტი-15), 2:1 ებერლე-18 (ტ. ჰოლი-31, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-25), 3:1 რ. სმიტი-7 (პოტერი-5, ტ. ჰოლი-32), 4:1 იაკუპოვი-10 (სემ განიე-16), 5:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-15 (ებერლე-25, შულცი-16).

ვანკუვერი-ფინიქსი 5:4 (ო)
2:1, 2:2, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 ბიეკსა-3 (ჰიგინსი-15, დელპი-3), 2:0 ჰანსენი-9 (კესლერი-15), 2:1 ვერმეტი-16 (მოსი-12, მორისი-12), 2:2 ვერმეტი-17 (კორპიკოსკი-12), 3:2 ჰიგინსი-14 (ჰემჰუისი-11), 4:2 დელპი-3 (გარისონი-22, კასიანი-5), 4:3 ვერმეტი-18 (დოუნი-15, ბოდკერი-19), 4:4 დოუნი-15 (რიბეირო-24, მოსი-13), 5:4 ბიეკსა-4 (რიჩარდსონი-9, ჰიგინსი-16).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული