მარტინ ბროდო: ლეგენდა საბოლოოდ წავიდა

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულმა მეკარემ, მარტინ ბროდომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ჰოკეისტი ყინულზე აღარ დაბრუნდება და სამენეჯერო სამუშაოზე გადაერთვება.

42 წლის მეკარე, რომელმაც თითქმის მთელი კარიერა "ნიუ ჯერსიში" გაატარა, ამ სეზონის მსვლელობისას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა "სენტ ლუისს". "ბლუზმენების" რიგებში ვეტერანმა ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთკვირიანი შვებულება აიღო.

ახლა ბროდო "სენტ ლუისში" დარჩება და "ბლუზის" გენერალური მენეჯერის ასისტენტად იმუშავებს.

ბროდო NHL-ის რეკორდსმენია მეკარეებს შორის მოგებებისა (691) და "მშრალი" მატჩების (125) რაოდენობით. მან სამჯერ მოიგო სტენლის თასი და ოთხჯერ გახდა სეზონის საუკეთესო
მოთამაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული