NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი - პრასი, პაკეტი, დუბნიკი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "მონრეალ კანადიენსის" მეკარე კერი პრაისი დაასახელა.

მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. პრაისი საშუალოდ მატჩში 0.66 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 98.0 პროცენტს იგერიებდა. მონრეალელმა ზედიზედ ორ მატჩში შეძლო "შათაუტის" შესრულება - 24 დარტყმა მოიგერია "რეინჯერსის" წინააღმდეგ და 36 სეივი ჰქონდა "ვაშინგტონთან" მატჩში. პრაისს კარიერაში 29 "შათაუტი" აქვს.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ტამპა ბეი ლაითნინგის" ფორვარდი სედრიკ პაკეტი. მან გასულ კვირას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველაში გაიტანა და 5 გოლი მიითვალა.
სეზონის დებიუტანტმა პაკეტმა საუკეთესო შეხვედრა "დეტროიტის" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "მინესოტა უაილდის" მეკარემ დევან დუბნიკმა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა მოიგო. დუბნიკი საშუალოდ მატჩში 1.00 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 96.7 პროცენტს იგერიებდა. მინესოტელთა კარის დარაჯმა "კალგარისთან" მატჩში 30 დარტყმა მოიგერია და კარიერაში მე-11 "შათაუტი" შეასრულა.

რეინჯერსი-ფლორიდა 6:3
1:1, 2:2, 3:0
გოლები: 0:1 ბარკოვი-6 (ბოიესი-13), 1:1 რიკ ნეში-30, 2:1 ჰეიესი-7 (ცუკარელო-18, მაკდონაჰი-14), 3:1 მ. სტაალი-3 (ფასტი-6, ჰაგელინი-11), 3:2 ბოლანდი-2 (ბერგენჰაიმი-10, ი. იოკინენი-22), 3:3 პირი-7 (ბოლანდი-10, ბოიესი-14), 4:3 დ. ბოილი-6, 5:3 ცუკარელო-8 (კრაიდერი-15, ბრასარი-24), 6:3 რიკ ნეში-31 (სტეპანი-25).

კალგარი-ვინიპეგი 5:2
1:1, 1:0, 3:1
გოლები: 0:1 ველერი-14 (ლიტლი-21, ლედი-25), 1:1 დ. ჯონსი-8 (ჯორდანო-32), 2:1 რეიმონდი-7 (ბაერტში-4), 3:1 დიასი-1 (ბუმა-12, კოლბორნი-13), 4:1 ბოლიგი-1 (კოლბორნი-14, ბირონი-10), 4:2 ლიტლი-19 (ლედი-26, ჩიაროტი-5), 5:2 მონეჰანი-17 (გოდრო-23, რასელი-18).

სან ხოსე-ედმონტონი 4:5 (ბ)
1:1, 0:2, 3:1, 0:0, 1:2
გოლები: 1:0 პაველსკი-26 (მარლო-26, ჯ. ტორნტონი-31), 1:1 ებერლე-14 (ტ. ჰოლი-19, კლეფბომი-5), 1:2 ებერლე-15 (შულცი-17, ნიუჯენტ-ჰოპკინსი-19), 1:3 დ. როი-5 (იაკუპოვი-8), 2:3 ჰენანი-1 (ჯ. ტორნტონი-32, პაველსკი-19), 3:3 ტენისონი-2 (ტ. კენედი-4, ნიეტო-9), 4:3 პაველსკი-27 (ბერნსი-26, ჯ. ტორნტონი-33), 4:4 შულცი-4 (პურსელი-16, ლანდერი-7).
ბულიტები გაიტანეს: ბერნსი (სან ხოსე), ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმონტონი), კლინკჰამერი (ედმონტონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული