NHL. პლეი ოფი: სკლეროზით შეწყვეტილი კარიერა

AutoSharing Option
"მინესოტა უაილდის" მეკარემ, ჯოშ ჰარდინგმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა გაფანტული სკლეროზის გამო. "ჯოშს ჰოკეიზე მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს", - განაცხადა "მინესოტას" გენერალურმა მენეჯერმა ჩაკ ფლეტჩერმა.

წლევანდელ სეზონში ჰარდინგმა ვერც ერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა ფეხის მოტეხილობის გამო. "მინესოტამ" ჰოკეისტი AHL-ის კლუბ "აიოვა უაილდში" გაუშვა, სადაც მეკარემ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მეორე შეხვედრის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა.

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი ჰარდინგს ჯერ კიდევ 2012 წელს დაუსვეს. ეს დაავადება აზიანებს ნერვული სისტემის ცალკეულ ნაწილებს. სიმპტომები, შესაძლოა, იყოს ინტელექტის დაქვეითება, მხედველობის გაუარესება, მოქმედების შენელება და დროის
მცირე მონაკვეთში ხასიათის მკვეთრი ცვლილება. ავადმყოფობის მიუხედავად, ჰარდინგი აგრძელებდა კარიერას და 2013 წელს "ბილ მასტერტონ ტროფი" მიიღო მაღალი ოსტატობისთვისა და ჰოკეისადმი ერთგულებისთვის.

ტამპა ბეი-მონრეალი 4:1
1:0, 2:0, 1:1
გოლები: 1:0 კუჩეროვი-5 (პალატი-5), 2:0 სტემკოსი-3 (კილორნი-6, მეტიუ კარლი-2), 3:0 პალატი-3 (კუჩეროვი-5, სტრალმანი-4), 3:1 პასიორეტი-5 (გალაჰერი-2), 4:1 კუჩეროვი-6.
სერია: 4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული