"ლაითითნგმა" მძლავრად დაიწყო შეხვედრა და თავიდანვე შტურმი მოაწყო კორი კროუფორდის კართან. თან აქტიური იყო არა მხოლოდ პირველი ორი შემტევი ტრიო. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ჯონათან დრუენს სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გასხნამდე, შემდეგ კი ძელს გაარტყა შაიბა ტაილერ ჯონსონმა.
თუმცა არც ბენ ბიშოპს ჰქონია იოლი მატჩი - "ტამპას" მეკარემ პირველ პერიოდში 11 დარტყმა მოიგერია,
მაგრამ მეორე პერიოდში, სულ რაღაც ორი წუთის განმავლობაში თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა. ჯერ ენდრიუ შოუმ ყველას აჯობა "ტამპას" კარის სიახლოეს, როცა ბიშოპმა შაიბა დაკარგა თვალთახედვის არედან, შემდეგ კი ტერავაინენმა გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა.
ამ რთულ მომენტში "ტამპას" დაეხმარა რუსი ნიკიტა კუჩეროვი, რომელმაც ჯერ კარგად შეუცვალა მიმართულება ჯეისონ გარისონის დარტყმულს, შემდეგ კი ტაილერ ჯონსონს გაუწია ასისტირება, რომელმაც თითქმის ნულოვანი კუთხიდან გაუტანა კროუფორდს.
მესამე პერიოდში ბრენტ სიბრუკმა ცისფერი ხაზიდან გაუტანა ბიშოპს, მაგრამ გარისონმა არანაკლებ ძლიერი დატყმით უპასუხა რიცხობრივი უპირატესობისას - და მასპინძლები კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ - 4:3.
სწორედ ამ დროს ტრავმა მიიღო "ტამპას" პირველმა მეკარემ ბიშოპმა და ის ახალგაზრდა რუსმა ანდრეი ვასილევსკიმ შეცვალა. ფინალური სერიის დებიუტანტისთვის ჩიკაგოელებს განსაკუთრებული გამოცდა არ მოუწყვიათ - დარჩენილ დროში მხოლოდ ხუთი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის გადასარჩენად.
"ტამპამ" გაათანაბრა ანგარიში სერიაში და ჩიკაგოში კარგ ხასიათზე მიემგზავრება. ჯონ კუპერის გუნდმა ილინოისში სასწაული უნდა მოახდინოს და იქიდიან შინ ორი მოგება წაიღოს, რადგან სერიებში 2:2-ის შემდეგ "ჩიკაგო" დიდი ხანია არ დამარცხებულა.
ტამპა ბეი-ჩიკაგო 4:3
1:0, 2:2, 1:1
გოლები: 1:0 პაკეტი-2 (კელეჰანი-4, ჰედმანი-10), 1:1 შოუ-5 (კრუგერი-2, დეჟარდენი-3), 1:2 ტერავაინენი-4 (მარიან ჰოსა-10, შარპი-9), 2:2 კუჩეროვი-10 (გარისონი-4, ქობურნი-3), 3:2 ტ. ჯონსონი-13 (კუჩეროვი-11), 3:3 სიბრუკი-7 (ტეივზი-10, ოდუია-5), 4:3 გარისონი-2 (ჰედმანი-11, კელეჰანი-5).
სერია: 1-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"