სტუმრებს სერიოზული დანაკლისი ჰქონდათ გუშინდელ მატჩში - ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაში ძირითადმა მეკარემ ბენ ბიშოპმა და "ტამპას" კარის დაცვა 20 წლის რუს ანდრეი ვასილევსკის მიანდეს, რომელმაც ვერ მოახერხა თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა. დებიუტანტმა 19-დან 17 დარტყმის მოგერიება შეძლო.
მატჩის გმირი კი რუსის ვიზავი კორი კროუფორდი გახდა. 60 წუთის განმავლობაში "ტამპა ბეიმ" მხოლოდ ერთხელ გაუტანა "ჩიკაგოს" კარის დარაჯს, რომელსაც ჯამში 24 სეივი დაუგროვდა.
პირველ პერიოდში ძალიან ფრთხილი
ჩიკაგოელებს დიდი ხანი სიხარული არ აცალეს. დაახლოებით 5 წუთში ალექს კილორნმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა ანგარიში. ეს ამ ფორვარდის მე-18 ქულა იყო სტენლის თასის მიმდინარე გათამაშებაში.
და მაინც, "ჩიკაგომ" შეძლო "ტამპას" წინააღმდეგობის გატეხვა. კიმო ტიმონენის უძლიერესი დარტყმის შემდეგ სტუმრები ისევ ძელმა გადაარჩინა, სამაგიეროდ, მომდევნო შეტევაში საადმა მოიგო ძალისმიერი ორთაბრძოლა, ვასილევსკი მოატყუა და ისე გაუშვა შაიბა ბადეში - 2:1.
აღვნიშნავთ, რომ "ჩიკაგოში" მთავარ მწვრთნელად ჯოელ კენევილის მისვლის შემდეგ გუნდი პლეი ოფში არ აგებს სერიას 2:2-დან: 17 ასეთი შემთხვევიდან 16-ჯერ სერია "ბლეკჰოქსმა" მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
ჩიკაგო-ტამპა ბეი 2:1
0:0, 1:1, 1:0
გოლები: 1:0 ტეივზი-10 (შარპი-10, მარიან ჰოსა-13), 1:1 კილორნი-9 (ფილპულა-10, სტემკოსი-11), 2:1 საადი-8 (პ. კეინი-11).
სერია: 2-2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"