სტენლის თასი გეი-აღლუმზე

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის მთავარ პრიზს - სტენლის თასს ჩიკაგოში ყოველწლიურ გეი-აღლუმზე ჩაატარებენ. ამის შესახებ ღონისძიების ვებგვერდზე წერია. სტენლის თასი ცოტა ხნის წინ "ჩიკაგო ბლეკჰოქსმა" მოიპოვა.

"ჩვენთვის ამ ატრიბუტის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ "ბლეკჰოქსი" აგრძელებს ლგბტ-საზოგადოების მხარდაჭერას", - განაცხადა ჩიკაგოს გეი-ჰოკეისტების ასოციაციის ხელმძღვანელმა ენდრიუ სობოტკამ.

ვარაუდობენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს მილიონზე მეტი ადამიანი.

სტენლის თასის წლევანდელი გათამაშების ფინალში "ჩიკაგომ" "ტამპა ბეი" დაამარცხა და პრიზის ექვსგზის მფლობელი გახდა.

ჯილდოს თითოეულ მფლობელს უფლება აქვს ერთი დღე-ღამის განმავლობაში თასი საკუთარი
ფანტაზიის მიხედვით გამოიყენოს. მაგალითად, "ბლეკჰოქსის" თავდამსხმელმა ანტუან ვერმეტმა პრიზი ახლადდაბადებული საკუთარი ქალიშვილის საწოლად გამოიყენა, როცა გოგონა თასში ჩასვლა დასაძინებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული