NHL. პლეი ოფი: "პინგვინები" ურეიტინგო ფინალს იგებენ

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩს "სან ხოსესა" და "პიტსბურგს" შორის ყველაზე დაბალი სატელევიზიო რეიტინგი ჰქონდა 2012 წლის შემდეგ. მაშინ, "ლოს ანჯელესსა" და "ნიუ ჯერსის" შორის სერიის მესამე შეხვედრის სარეიტინგო კოეფიციენტი იყო - 1.4.

"სან ხოსესა" და "პიტსბურგის" მესამე მატჩის რეიტინგი NBC-ზე 1.9-ს უდრიდა. ეს არის დაახლოებით 3.3 მილიონი მაყურებელი. ასეთივე ტელეაუდიტორია იყო ამ გუნდების მეორე მატჩზე.

შედარებისთვის, 2015 წლის ფინალური სერიის მესამე მატჩის ("ჩიკაგო"-"ტამპა ბეი") რეიტინგმა 2.9 შეადგინა, 2014 წელს - 2.5 (მესამე მატჩი "რეინჯერსა" და "ლოს ანჯელესს"
შორის).

ამასობაში, გუშინ გაიმართა ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა, რომელიც "პიტსბურგმა" 3:1 მოიგო და ასეთივე ანგარიშით დაწინაურდა სერიაში. აქამდე, ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო 1:3-დან ფინალის მოგება - 1942 წელს, ეს გააკეთა "ტორონტომ" "დეტროიტის" წინააღმდეგ. მაშინ კანადური კლუბი 0:3 იყო ჩამორჩენილი და პირველი გახდა ისტორიაში, რომელმაც ასეთი სხვაობა გააბათილა.

სან ხოსე-პიტსბურგი 1:3
0:1, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 ი. კოული-1 (კესელი-10, მალკინი-12), 0:2 მალკინი-5 (კესელი-11, ლეტანგი-11), 1:2 მ. კარლსონი-4 (ტირნი-4, დილონი-1), 1:3 ფერი-3 (ჰაგელინი-10, მაატა-7).
სერია: 1-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული