კანადის თასი: ისტორია. 1976

AutoSharing Option
კანადის თასი-1976
ჩატარების თარიღი: 2-15 სექტემბერი, 1976
გუნდი: 6
ჩემპიონი: კანადა
ფინალისტი: ჩეხოსლოვაკია
მატჩი: 17
გოლი: 125 (საშუალოდ 7.35)
მაყურებელი: 244 970 (საშუალოდ 14 410)
ბომბარდირი: 3 მოთამაშე (9 ქულა)
MVP: ბობი ორი (კანადა)

პირველად კანადაში
17 სექტემბერს, ტორონტოში მსოფლიოს თასის გათამაშება იწყება, რომელიც 2004 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. ამ ტურნირს წინ უძღოდა კანადის თასი და დღეიდან, ამ ტურნირის ისტორიის გახსენება გადავწყვიტეთ...

მიუხედავად იმისა, რომ 1972 წლის სუპერსერიას უდიდესი წარმატება ჰქონდა, მან ვერ გადაწყვიტა კონფლიქტი კანადურ მხარესა და ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ
შორის. კანადა საერთაშორისო ჰოკეიდან 1970 წელს წავიდა და 1972 წლის სუპერსერიის შემდეგ არ გამოჩენილა საერთაშორისო არენაზე. ასე გრძელდებოდა 1977 წლამდე.

1975 წელს, საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ბენი აჰერნი შეცვალა გიუნტერ საბეცკიმ. მისი პრიორიტეტი სწორედ ამ კონფლიქტის მოგვარება გახდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო - კანადასთან შეთანხმება მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიურ თამაშებზე პროფესიონალების მონაწილეობის შესახებ.

NHL-ის კლუბებს არ სურდათ სეზონის მსვლელობისას თავიანთი ჰოკეისტების გაშვება, ამიტომაც, საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ვადები ისე გადაწია, რომ ტურნირში მონაწილეობა შეეძლოთ იმ ჰოკეისტებს, რომელთა კლუბები პლეი ოფში ვერ მოხვდნენ. საპასუხოდ, ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ, NHL-ის მოთამაშეთა პროფკავშირმა და ორგანიზაციამ "კანადის ჰოკეი", დააფუძნეს ახალი ტურნირი - "კანადის თასი", რომელიც პირველად 1976 წელს გაიმართა. ამით, კანადა დაბრუნდა საერთაშორისო არენაზე.

ეს იყო მართლაც საუკეთესო ნაკრებების საერთაშორისო ტურნირი. პირველობისთვის ექვსი გუნდი იბრძოდა: კანადა, სსრკ, ჩეხოსლოვაკია, შვედეთი, ფინეთი და აშშ. პირველი ეტაპი წრიული ტურნირი იყო - ყველა გუნდი ერთ ჯგუფში იყო გაერთიანებული და ერთმანეთში უნდა ეთამაშათ. ჯგუფში პირველ ორ ადგილზე გასული ნაკრები ფინალში მოხვდებოდა. ფინალური სერია ორ მოგებამდე იყო.

* * *
კანადელებმა თავიანთ ისტორიაში უძლიერესი გუნდი შეკრიბეს. 1972 წლის სუპერსერიასთან შედარებით, გუნდს დაემატნენ ბობი ორი და ბობი ჰალი. გარდა ამისა, გუნდში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ - ფილ ესპოზიტო, გი ლეფლერი, ჟილბერ პერო და დერილ სიტლერი. გუნდს სკოტი ბოუმენი ავარჯიშებდა.

მასპინძლებს სერიოზული კონკურენცია მხოლოდ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა გაუწია. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის ნაკრებს, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე მსოფლიოს ჩემპიონატი წააგო, მან კანადაში არ წაიყვანა ვალერი ხარლამოვი, ვლადიმირ პეტროვი და ალექსანდრ იაკუშევი.

წინასწარ ეტაპზე კანადამ მხოლოდ ერთი მატჩი წააგო - ჩეხოსლოვაკიასთან 0:1. ევროპელებმა ეს მატჩი ბრწყინვალე მეკარის ვლადიმირ ძურილას წყალობით მოიგეს. თუმცა, იმავე ჩეხოსლოვაკისთან ფინალური სერიის პირველ მატჩში, კანადამ საწყის პერიოდში ოთხი გოლი გაიტანა და ძურილას ნაცვლად კარში ირჟი ჰოლიჩეკი ჩადგა. პირველი ფინალი მასპინძლებმა 6:0 მოიგეს.

მეორე ფინალი მონრეალში გაცილებით რთული აღმოჩნდა. კანადელები მეორე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ახლა უკვე ჰოლიჩეკი შეცვალა ძურილათი. თამაში გათანაბრდა, უფრო მეტიც, ჩეხოსლოვაკია ახლოს იყო ფინალურ სერიაში ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 2.22 წუთით ადრე გაუშვა გოლი ბარბერისგან და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. დამატებითი დროის მე-12 წუთზე კი დერილ სიტლერმა გამარჯვების გოლი გაიტანა და პირველად მოაგებინა თავის გუნდს კანადის თასი.

კანადა ზეიმობდა, ტურნირმა კი ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისი რეგულარულად ჩატარების აუცილებლობა ყველასთვის ცხადი გახდა.

ჯგუფური ეტაპი
კანადა-ფინეთი 11:2
4:1, 2:0, 5:1
გოლები: 1:0 მარტენი (ლაპოინტი, ლეფლერი), 2:0 ჰალი (ორი, პოტვინი), 3:0 ესპოზიტო (ჰალი, ორი), 4:0 ჰალი, 4:1 ოკსანენი (ე. პელტონენი), 5:1 ლიჩი (ორი, მარტინი), 6:1 შუტი (სავარი, პ. მაჰოვლიჩი), 7:1 მარტინი (პოტვინი, პერო), 7:2 მაკონენი (ლევო, კოსკინენი), 8:2 ესპოზიტო (პ. მაჰოვლიჩი, სავარი), 9:2 მარტინი (პერო, ლეფლერი), 10:2 პერო (მარტინი, ლეფლერი), 11:2 სიტლერი.

ჩეხოსლოვაკია-სსრკ 5:3
2:0, 1:1, 2:2
გოლები: 1:0 ნოვი (პოსპიშილი), 2:0 პოსპიშილი (აუგუსტა, ნოვი), 2:1 მალცევი, 3:1 ნოვი (პ. შჩასტნი, მახაჩი), 3:2 ბალდერისი (შალიმოვი), 4:2 ბ. შჩასტნი (მარტინეცი, ი. ნოვაკი), 4:3 კოვინი (გუსევი, სკვორცოვი), 5:3 მარტინეცი (ბუბლა).

შვედეთი-აშშ 5:2
5:0, 0:0, 0:2
გოლები: 1:0 ბ. სალმინგი (ბ. იოჰანსონი, ჰამარსტრიომი), 2:0 რ. ერიქსონი (ჰედბერგი, ვალტინი), 3:0 ჰედბერგი (რ. ერიქსონი, ბერგმანი), 4:0 ვიდინგი (ლუნდსტრიომი, ჰამარსტრიომი), 5:0 ლუნდსტრიომი (ვიდინგი, ბ. სალმინგი), 5:1 ტალაფუსი (ფტორეკი), 5:2 ტალაფუსი (ფტორეკი).

სსრკ-შვედეთი 3:3
0:2, 1:0, 2:1
გოლები: 0:1 უ. ნილსონი (ჰედბერგი, ბერგმანი), 0:2 ბ. სალმინგი (სიობერგი, უ. ნილსონი), 1:2 კაპუსტინი (ვასილიევი, მალცევი), 2:2 ბალდერისი (ბაბინოვი, ჟლუკტოვი), 3:2 კაპუსტინი (მალცევი, რეპნევი), 3:3 ჰედბერგი (ბ. სალმინგი).

ჩეხოსლოვაკია-ფინეთი 8:0
1:0, 3:0, 4:0
გოლები: 1:0 მარტინეცი (ბ. შჩასტნი, ი. ნოვაკი), 2:0 აუგუსტა (ნოვი, პ. შჩასტნი), 3:0 ებერმანი (კაიკლი, ჰლინკა), 4:0 ბუბლა (ი. ჰოლიკი), 5:0 ნოვი (ჩერნიკი), 6:0 ბუბლა (მ. შჩასტნი), 7:0 ჩალუპა (დვორჟაკი), 8:0 პოუზარი (მ. შჩასტნი, პ. შჩასტნი).

კანადა-აშშ 4:2
3:0, 0:2, 1:0
გოლები: 1:0 ესპოზიტო (დიონი, ორი), 2:0 პ. მაჰოვლიჩი (ორი, შუტი), 3:0 ჰალი (დიონი, პოტვინი), 3:1 აჰერნი (კ. ბენეტი, ნაიროპი), 3:2 იენსენი, 4:2 სიტლერი (პ. მაჰოვლიჩი, სავარი).

სსრკ-ფინეთი 11:3
4:2, 4:1, 3:0
გოლები: 1:0 მალცევი (ვასილიევი, კაპუსტინი), 1:1 რაუტაკალიო (ჰაგმანი, კაპანენი), 2:1 ჟლუკტოვი (ბალდერისი, ალექსანდროვი), 3:1 ჟლუკტოვი (ვასილიევი, კაპუსტინი), 4:1 რეპნევი (გუსევი, მალცევი), 4:2 მაკონენი (კოსკინენი, რაუტიაინენი), 4:3 ჰაგმანი (ნუმელინი), 5:3 ჟლუკტოვი (გუსევი, ბალდერისი), 6:3 მალცევი (კაპუსტინი), 7:3 კაპუსტინი (რეპნევი, მალცევი), 8:3 ჟლუკტოვი (ბალდერისი, ბილიალეტდინოვი), 9:3 ვიკულოვი (ალექსანდროვი, ჟლუკტოვი), 10:3 ვიკულოვი (ჟლუკტოვი, გუსევი), 11:3 კოვინი (სკვორცოვი, ბელოუსოვი).

კანადა-შვედეთი 4:0
1:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 ჰალი (ესპოზიტო, დიონი), 2:0 გეინი (მაკდონალდი, სავარი), 3:0 დიონი (პ. მაჰოვლიჩი), 4:0 გეინი (სიტლერი, ორი).

ჩეხოსლოვაკია-აშშ 4:4
0:0, 2:4, 2:0
გოლები: 1:0 ჰლინკა (ი. ჰოლიკი, პ. შჩასტნი), 1:1 ჰენგსლებენი (ნორისი, ო'ფლაერტი), 1:2 პატრიკი (ჰ. ბენეტი, უილიამსი), 1:3 პატრიკი (უილიამსი, ჰ. ბენეტი), 2:3 ბუბლა (ჰლინკა), 2:4 ფტორეკი (მილბერი, ტალაფუსი), 3:4 ჰლინკა (მ. შჩასტნი), 4:4 აუგუსტა (ნოვი).

ფინეთი-შვედეთი 8:6
1:3, 4:2, 3:1
გოლები: 0:1 ბ. იოჰანსონი (ბ. სალმინგი, ლუნდსტრიომი), 1:1 რაუტიაინენი (რეპო, კოსკინენი), 1:2 ჰედბერგი (ლაბრაატენი), 1:3 ჰამარსტრიომი (ბ. იოჰანსონი), 1:4 ოლბერგი (ს. სალმინგი, ლ-ე. ერიქსონი), 2:4 ჰაგმანი (ტამინენი), 3:4 მაკონენი (რაუტაკალიო, რიიჰირანტა), 4:4 ლევო (მაკონენი, კოივულაჰტი), 4:5 ლ-ე. ერიქსონი (ოლბერგი, ბრასარი), 5:5 ტამინენი (ჰაგმანი, ლევო), 6:5 ოკსანენი (კოივულაჰტი, რიიჰირანტა), 7:5 ოკსანენი (კოივულაჰტი), 8:5 ტამინენი (რეპო, ჰაგმანი), 8:6 რ. ერიქსონი (ლუნდსტრიომი, ვიქსტრიომი).

სსრკ-აშშ 5:0
3:0, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 ალექსანდროვი (გუსევი, ვიკულოვი), 2:0 ალექსანდროვი (ჟლუკტოვი, ვიკულოვი), 3:0 ჟლუკტოვი (ალექსანდროვი, ვიკულოვი), 4:0 ვიკულოვი (კულიკოვი), 5:0 რეპნევი (ა. გოლიკოვი).

ჩეხოსლოვაკია-კანადა 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლი: 1:0 ნოვი (მარტინეცი, აუგუსტა).

აშშ-ფინეთი 6:3
0:2, 4:0, 2:1
გოლები: 0:1 რეპო (რაუტაკალიო, ჰაგმანი), 0:2 ლინონმაა (კოივულაჰტი), 1:2 აჰერნი (პოლიჩი, კ. ბენეტი), 2:2 ფტორეკი (ჰენგსლებენი, მილბერი), 3:2 მილბერი (პატრიკი, უილიამსი), 4:2 ფტორეკი (მილბერი, ტალაფუსი), 5:2 ნაიროპი (ნანი, პატრიკი), 6:2 პოლიჩი (ნანი, კ. ბენეტი), 6:2 რაუტაკალიო (ლინონმაა, რიიჰირანტა).

შვედეთი-ჩეხოსლოვაკია 2:1
0:0, 0:1, 2:0
გოლები: 0:1 მარტინეცი (მახაჩი), 1:1 ბ. სალმინგი (სიობერგი, ლ-ე. ერიქსონი), 2:1 ბ. სალმინგი (ლ-ე. ერიქსონი, სიობერგი).

კანადა-სსრკ 3:1
2:1, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 პერო (პოტვინი, ლეფლერი), 1:1 ვიკულოვი (ალექსანდროვი, ლუტჩენკო), 2:1 ჰალი (პერო, პოტვინი), 3:1 ბარბერი (ლაპოინტი, კლარკი).

1. კანადა 5 4 1 0 22-6 8
2. ჩეხოსლოვაკია 5 3 1 1 19-9 7
3. სსრკ 5 2 2 1 23-14 5
4. შვედეთი 5 2 2 1 16-18 5
5. აშშ 5 1 3 1 14-21 3
6. ფინეთი 5 1 4 0 16-42 2

ფინალი
კანადა-ჩეხოსლოვაკია 6:0
4:0, 0:0, 2:0
კანადა: ვაშონი. ლაპოინტი-სავარი, ორი-პოტვინი, რობინსონი. მაკდონალდი-სიტლერი-გეინი, დიონი-პერო-ჰალი, ლიჩი-კლარკი-ბარბერი, შუტი-პ. მაჰოვლიჩი-ლეფლერი, ესპოზიტო.
ჩეხოსლოვაკია: ძურილა (ჰოლიჩეკი, 20:00). მახაჩი-პოსპიშილი, ბუბლა-კაიკლი, ჩალუპა-დვორჟაკი. მარტინეცი-ნოვი-აუგუსტა, ებერმანი-ჰლინკა-ი. ჰოლიკი, ჩერნიკი-ი. ნოვაკი-ბ. შჩასტნი, მ. შჩასტნი-პ. შჩასტნი-პოუზარი.
გოლები: 1:0 პერო (ჰალი, დიონი), 2:0 პოტვინი (სიტლერი, ლაპოინტი), 3:0 ორი (ესპოზიტო), 4:0 ლეფლერი (შუტი, ორი), 5:0 ორი (ესპოზიტო, ლაპოინტი), 6:0 სიტლერი (პოტვინი).

კანადა-ჩეხოსლოვაკია 5:4 (ო)
2:0, 0:1, 2:3, 1:0
კანადა: ვაშონი. ლაპოინტი-სავარი, ორი-პოტვინი, რობინსონი. მაკდონალდი-სიტლერი-გეინი, დიონი-პერო-ჰალი, ლიჩი-კლარკი-ბარბერი, შუტი-ესპოზიტო-ლეფლერი, პ. მაჰოვლიჩი.
ჩეხოსლოვაკია: ჰოლიჩეკი (ძურილა, 03:09). მახაჩი-პოსპიშილი, ბუბლა-კაიკლი, ჩალუპა-დვორჟაკი. ჩერნიკი-ნოვი-აუგუსტა, მარტინეცი-ჰლინკა-ბ. შჩასტნი, მ. შჩასტნი-პ. შჩასტნი-პოუზარი, ი. ნოვაკი.
გოლები: 1:0 პერო (ლეფლერი, პოტვინი), 2:0 ესპოზიტო (პოტვინი), 2:1 ნოვი (მარტინეცი, მახაჩი), 2:2 პოუზარი (მ. შჩასტნი, ჩალუპა), 3:2 კლარკი (ჰალი, პერო), 3:3 აუგუსტა (მახაჩი, მარტინეცი), 3:4 მ. შჩასტნი (ი. ჰოლიკი, ბუბლა), 4:4 ბარბერი (ლიჩი, კლარკი), 5:4 სიტლერი (დიონი, მაკდონალდი).

კანადის ნაკრები
მცველები
თ გ+პ
ბობი ორი 7 2+7
დენის პოტვინი 7 1+8
გი ლაპოინტი 7 0+4
სერჟ სავარი 7 0+3
ლარი რობინსონი 7 0+0
ჯიმ უოტსონი 2 0+0
ფორვარდები
თ გ+პ
ბობი ჰალი 7 5+3
ჟილბერ პერო 7 4+4
ფილ ესპოზიტო 7 4+3
დერილ სიტლერი 7 4+2
მერსელ დიონი 7 1+5
გი ლეფლერი 7 1+5
პიტ მაჰოვლიჩი 7 1+4
ბილ ბარბერი 7 2+0
ბობი კლარკი 6 1+2
სტივ შუტი 6 1+2
რეჯი ლიჩი 6 1+1
ბობ გეინი 5 2+0
ლენი მაკდონალდი 5 0+2
რიკ მარტინი 4 3+2
დენი გერი 1 0+0
მეკარეები
თ გოლი
როგატიენ ვაშონი 7 10
გლენ რეში 0 0
ჯერი ჩივერსი 0 0

ბომბარდირები
ვიქტორ ჟლუტკოვი (სსრკ) 9 (5+4)
ბობი ორი (კანადა) 9 (2+7)
დენის პოტვინი (კანადა) 9 (1+8)
ბობი ჰალი (კანადა) 8 (5+3)
მილან ნოვი (ჩეხოსლოვაკია) 8 (5+3)
ჟილბერ პერო (კანადა) 8 (4+4)
ვლადიმირ ვიკულოვი (სსრკ) 7 (4+3)
ბორიე სალმინგი (შვედეთი) 7 (4+3)
ფილ ესპოზიტო (კანადა) 7 (4+3)
ალექსანდრ მალცევი (სსრკ) 7 (3+4)
ვლადიმირ მარტინეცი (ჩეხოსლოვაკია) 7 (3+4)

სიმბოლური ნაკრები
მეკარე - როგატიენ ვაშონი (კანადა)
მცველი - ბობი ორი (კანადა)
მცველი - ბორიე სალმინგი (შვედეთი)
ფორვარდი - ალექსანდრ მალცევი (სსრკ)
ფორვარდი - მილან ნოვი (ჩეხოსლოვაკია)
ფორვარდი - დერილ სიტლერი (კანადა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
1981-ის ტურნირი გაგეშუქებინათ, სსრკ მაშინ ჩვენი ქვეყანა იყო, პატარა კი ვიყავი, მაგრამ ის ემოცია ეხლაც მახსოვს, რა უქნეს რუსებმა კანადას 8-1 მოუგეს, ყველა თამაშობდა აბსოლუტურად ნჰლ-იდან. უძლიერესი გუნდი ჰყავდა კანადას, მაგრამ სსრკ-შიც ფაქტიურად ყველა მოთამაშე სუპერვარსკვლავი იყო, ესეთი თამაში ჰოკეის ისტორიაში არ ყოფილა. 1979-ში 6-0-იც მაგარი იყო. იმას გამოწვევის თასი ერქვა
bavaria
13:46 13-09-2016
0
საბჭოტა ნაკრებს 1976 წელს არ ყავდათ იაკუშევი მალცევი და ხარლამოვი.რაც შეეხება კანადის პროფესიონალებს პირველად ხარლამოვმა შეუსრულად და მერე ბევრჯერ შეუსრულეს რუსებმა მაკაროვი კრუტოვი ლარიონოვი ფეტისოვი.. დდ
ზაზა
12:41 23-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული