25 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, ტორონტოსა და მონრეალში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართებოდა. ფინალში კანადისა და აშშ-ის ნაკრებები გავიდნენ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, შვედეთისა და რუსეთის გუნდები დაამარცხეს.
ფინალში კანადა ორჯერ იგებდა ორი შაიბით - 2:0 და 4:2, მაგრამ ამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს (4:4) და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. 20-წუთიანმა დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი შაიბა ამერიკელმა ტროი ტერიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში აშშ-მ ასევე ბულიტების სერიაში
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედ მოიპოვა ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალი.
ტრამპს კესელიც ებრძოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ პენსილვანიის შტატის ორ ოლქში 53-მა ადამიანმა მისცა ხმა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდს ფილ კესელს. აქედან ოთხი ადამიანის ხმა გაუქმდა, რადგან მათ არასწორად დაწერეს ჰოკეისტის გვარი."ადამიანებს არჩევანის თავისუფლება აქვთ და მათ საკუთარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა კესელმა.
არჩევნების შედეგებით, კესელმა შტატში მე-13 ადგილი დაიკავა. ის მესამე იყო იმ პერსონაჟებს შორის, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან: ფორვარდს გაუსწრეს იესომ (91 ხმა) და მიკი მაუსმა (58).
წლევანდელ სეზონში ფილ კესელმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 26 შედეგიანი პასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"