წლის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი - ამერიკა

AutoSharing Option
2017 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ჰოკეიში ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდული ნაკრები.

25 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, ტორონტოსა და მონრეალში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართებოდა. ფინალში კანადისა და აშშ-ის ნაკრებები გავიდნენ, რომლებმაც ნახევარფინალში, შესაბამისად, შვედეთისა და რუსეთის გუნდები დაამარცხეს.

ფინალში კანადა ორჯერ იგებდა ორი შაიბით - 2:0 და 4:2, მაგრამ ამერიკელებმა ანგარიში გაათანაბრეს (4:4) და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. 20-წუთიანმა დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ყველაფერი ბულიტების სერიაში გადაწყდა, სადაც გადამწყვეტი შაიბა ამერიკელმა ტროი ტერიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში აშშ-მ ასევე ბულიტების სერიაში
მოუგო რუსეთს და მაშინაც, გადამწყვეტი ბულიტი ტერიმ შეაგდო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედ მოიპოვა ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალი.

ტრამპს კესელიც ებრძოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ პენსილვანიის შტატის ორ ოლქში 53-მა ადამიანმა მისცა ხმა "პიტსბურგ პინგვინზის" ფორვარდს ფილ კესელს. აქედან ოთხი ადამიანის ხმა გაუქმდა, რადგან მათ არასწორად დაწერეს ჰოკეისტის გვარი.

"ადამიანებს არჩევანის თავისუფლება აქვთ და მათ საკუთარი თავისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღეს", - განაცხადა კესელმა.

არჩევნების შედეგებით, კესელმა შტატში მე-13 ადგილი დაიკავა. ის მესამე იყო იმ პერსონაჟებს შორის, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან: ფორვარდს გაუსწრეს იესომ (91 ხმა) და მიკი მაუსმა (58).

წლევანდელ სეზონში ფილ კესელმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და შეასრულა 26 შედეგიანი პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული