დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს გამოეთიშა

AutoSharing Option
დღეს, 29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის 23 წლამდე მოფარიკავეთა ჩემპიონატი მიმდინარეობს.

შეჯიბრების პირველ დღეს ბილიკზე დაშნით მოფარიკავე მარია ზაკირჩენკო გამოვიდა, რომელიც ბრძოლას გამოეთიშა. დღესვე იასპარეზებენ ხმლით მოფარიკავე ვაჟები: ნიკოლოზ ჭეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და გოგა კაკაურიძე.

ხუთშაბათს, 31 მაისს, პლოვდივის ბილიკზე 10:00-დან ვაჟთა შორის რაპირაში ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი გამოვლენ, 12:00-დან კი ხმლით მოასპარეზე გოგონები: ლიკა ჯიჯეიშვილი, ანა აფრასიძე, თეონა გოგლიძე, თამარ ჩარკვიანი ჩაერთვებიან შეჯიბრებაში.

შაბათ-კვირას საქართველოს ხმლით მოასპარეზეთა ახალგაზრდული ნაკრები იასპარეზებს, შაბათს - ვაჟები, კვირას - გოგონები.

ევროპის ჩემპიონატის შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის მსაჯებთან ერთად, FIE-ს არბიტრი საქართველოდან ირინა ფეიქრიშვილიც უძღვება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული