დღეს, 17 ივნისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.
საქართველოს დელეგაციიდან პირველები შეჯიბრებაში რაპირით მოფარიკავე ლუკა ღაღანიძე და ლაშა გალუაშვილი ჩაერთნენ.
ლაშა გალუაშვილმა მე-11 ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ლაშას მსგავსად, მე-8 ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო ლუკა ღაღანიძემაც, თუმცა ჯგუფში მეოთხე ადგილი ერგო.
სასიხარულოა, რომ ორივე ქართველი მოფარიკავე ჯგუფიდან გავიდა.
გალუაშვილი 1/62-ფინალში უნგრელ ტამაშ მესაროშს შეხვდება, ხოლო ღაღანიძე - უკრაინელ ანდრეი პოგრებნიაკს.