ევროპის ჩემპიონატი: რაპირაში მედლების გარეშე დავრჩით

AutoSharing Option
17 ივნისს 2 ქართველი მოფარიკავე: ლაშა გალუაშვილი და ლუკა ღაღანიძე ევროპის ჩემპიონატზე რაპირაში მედლების გარეშე დარჩნენ.

ლაშა გალუაშვილი 1/32-ფინალში ჩეხ ალექსანდრ ჩუპენიტჩს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლა ანგარიშით 14:15 დამარცხდა.

1/64-ფინალში ლაშამ 1/64-ფინალში უნგრელ ტამაშ მესაროშს ანგარიშით 15:8 სძლია, ჯგუფში კი 2 შეხვედრის მოგება შეძლო.

რაც შეეხება ღაღანიძეს, ლუკა ჯგუფში ორი მოგების შემდეგ 1/64-ფინალში უკრაინელ ანდრეი პოგრებნიაკთან ანგარიშით 13:15 დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ასპარეზობა ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყო. მათი შედეგების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული