ფოტო: fencing.ge
17 ივნისს მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე მიმდინარეობს, რომელიც სამწუხაროდ, ქართველი სპორტსმენებისთვის წარუმატებლად დასრულდა.
საქართველოს ხმლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრები ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 1/64-ფინალს ვერ გასცდნენ.
ლიკა ჯიჯეიშვილი 1/64-ფინალში პოლონელ მარტა პუდასთან ანგარიშით 9:15 დამარცხდა. დარია ანტონოვა უკრაინელ ოლენა ვორონინასთან 10:15 დამარცხდა, ხოლო თეოდორა კახიანმა პოლონელ სილვია მატუშაკთან დაძაბულ შეხვედრაში 14:15 წააგო.
შეგახსენებთ, რომ დღეს რაპირაში იასპარეზეს ლაშა გალუაშვილმა და ლუკა ღაღანიძემ. ღაღანიძე ასპარეზობას 1/64-ფინალიდან გამოეთიშა, ხოლო გალუაშვილი - 1/32-ფინალიდან.
შეიძლება ითქვას, პირველ საშეჯიბრო დღეს გალუაშვილმა ყველაზე შორს შეძლო გასვლა.
18 ივნისს ქართველი სპორტსმენები არ იასპარეზებენ.
19 ივნისი საქმეში ჩაერთვებიან ხმლით მოფარიკავე ვაჟები. ნიკა შენგელია, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და სანდრო ბაზაძე ასპარეზობას ჩვენი დროით 15:00 საათზე დაიწყებენ, ხოლო 22 ივნისს უკვე გუნდური ასპარეზობა ჩვენი დროით 11:00-ზე დაიწყება.
20 ივნისს ხმლით ფარიკაობაში ქალთა გუნდური ასპარეზობა ჩატარდება, სადაც თეოდორა კახიანი, ლიკა ჯიჯეიშვილი და დარია ანტონოვა გამოვლენ. შეჯიბრება ჩვენი დროით 11:00 საათზე დაიწყება.