ნეაპოლში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე ქართველმა მოფარიკავეებმა იასპარეზეს.
თავდაპირველად ლაშა გალუაშვილი და ლუკა ღაღანიძე გამოვიდნენ რაპირაში. ორივე მოფარიკავებ ჯგუფიდან გასვლა მოახერხა.
გალუაშვილი 1/32-ფინალში ბელგიელ ლუკას მოტიატის 15:5 მოუგო, ხოლო 1/16-ფინალში იტალიელ ჯულიამ ბიანკისთან 5:15 დამარცხდა.
ღაღანიძე პირდაპირ 1/16-ფინალში გავიდა, სადაც პოლონელ ბარტოშ ცეგიელსკისთან 6:15 დამარცხდა.
ქალებიდან იასპარეზა ლიკა ჯიჯეიშვილმა, რომელმაც ჯგუფური შეხვედრების შემდეგ 1/16-ფინალში რუსს ალექსანდა კლიმოვას 15:7 სძლია, თუმცა მერვედფინალში სამხრეთკორეელ სუინ ჯეონთან დაძაბულ შეხვედრაში 13:15 დამარცხდა.