სანდრო ბაზაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძე საუკეთესო თექვსმეტ მოფარიკავეს შორის გავიდა.

1/16-ფინალში არგენტინელი დი ტელას ბრწყინვალე სტილში ანგარიშით 15:7 დამარცხების შემდეგ, მან კარიერაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა.

სანდრო მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ, 2013 და 2017 წლებში საუკეთესო 16 მოფარიკავეს შორის იყო და საბოლოოდ, შესაბამისად, მე-16 და მე-12 ადგილებზე გავიდა.

სანდრო მერვედფინალში იტალიელ ლუკა კურატოლის შეხვდება.

ლუკა კურატოლი 24 წლისაა, FIE-რეიტინგში მე-6 ადგილზეა. თბილისში 2017 წელს ევროპის ჩემპიონატებზე ინდივიდუალურ შეჯიბრში ერთი ბრინჯაო აქვს მოპოვებული. იმავე წელს მოიგო პრესტიჟული გრან პრი "მოსკოვის ხმალი".

ურთიერთშეხვედრებში
სენიორებში უპირატესობა სანდროს მხარესაა: 2 მოგება, 1 წაგება.

მათი შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩევა: 2016 წელი - მადრიდის მსოფლიო თასი 15:14. 2017 წელი - ევროპის ჩემპიონატი ნოვი სადი 15:14. 2019 წელი - "მოსკოვის ხმალი" 12:15.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული