საბა კვირკველია და ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის თასის მფლობელები გახდნენ

AutoSharing Option
22 მაისს, სამარაში, რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის "ლოკომოტივმა" 1:0 დაამარცხა "ურალი" და მერვედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

"ლოკოში" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა მცველმა საბა კვირკველიამ, ხოლო ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 90+4-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

რკინიგზული გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში 29 ტურის შემდეგ 53 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გაინაღდა.

საბას რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბურთების ჩაჭრებში და საუკეთესოა თავის გუნდში ორთაბრძოლებში. მან ამ სეზონში აქამდე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ცენტრში რომ ზის უემოციო კაცი ვინააა))))??? ლაიკ ე ბოსსს))))
სოსო
19:01 23-05-2019
0
ამ კაცის გვარი კვერკველიაა და არა კვირკველია.
giorgi
12:58 23-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული