ლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგა გაიფორმა

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან წარმატებული არ ყოფილა. TOP 5 ჩემპიონატში მყოფმა ერთადერთმა ქართველმა ლევან მჭედლიძემ და მისმა "ემპოლიმ" სერია A დატოვეს.

გოლით გამოირჩნენ გია გრიგალავა და ლევან მაჭარაშვილი.

იტალია
სერია A. 38-ე ტური. "ემპოლი" დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლ "ინტერთან" დამარცხდა (1:2) და სერია A დატოვა. ლევან მჭედლიძემ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. მე-40 ტური. 58-ე წუთზე შეცვალეს გიორგი პაპუნაშვილი "მალაგასთან" წაგებულ (1:3) შეხვედრაში. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი
"სარაგოსა" სატურნირო ცხრილის შუაშია.

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ექსტრემადურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ქართველის კლუბი ლა ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვის.

საფრანგეთი
ლიგა 2. 38-ე ტური. ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "სოშოსთან" 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.

შვეიცარია
სუპერლიგა. 36-ე ტური. "ციურიხმა" საკუთარ მოედანზე "სენტ გალენი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ლევან ხარაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი გუნდი ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

ოთარ კაკაბაძეს "ლუცერნის" რიგებში "იანგ ბოიზთან" წაგებულ (0:4) შეხვედრაში არ უთამაშია.

დანია
სუპერლიგა. 36-ე ტური. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "მიდტიულანდთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ის ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.

სრული მატჩი ჩაატარა "რანდერსის" რიგებში საბა ლობჟანიძემ, რომლის კლუბმაც ფრედ, 1:1 ითამაშა "ორჰუსთან" და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. 32-ე ტური. გრაცის "შტურმი" სტუმრად "ვოლფსბერგერთან" 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა.

ჩეხეთი
I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" ბოლესლავის "მლადასთან" 0:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 4:3) და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრი პლეი-ოფიდან გამოვარდა.

სლოვაკეთი
სუპერლიგა. მე-10 ტური. "ჟილინამ" საკუთარ მოედანზე "რუზუმბეროკს" 4:2 სძლია. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

ხორვატია
NHL. 36-ე ტური. "გორიცამ" სტუმრად ზაგრების "ლოკომოტივის" სძლია. გიორგი მჭედლიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

შვედეთი
ალვენსკანი. მე-11 ტური. "გეტებორგმა" სტუმრად "ჰაკენს" 2:1 სძლია და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. გიორგი ხარაიშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.

რუსეთი
პრემიერლიგა. 30-ე ტური. მოსკოვის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" დაძაბულ ბრძოლაში (3:3) გოლი გია გრიგალავამ გაიტანა. ქართველმა მცველმა მეტოქის კარი მე-16 წუთზე თავური დარტყმით აიღო. "არსენალმა" ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" უფა 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად გაიფორმა.  მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო საბა კვირკველიამ, რომელიც შეცვალეს. 29-ე წუთზე კი თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო.

უკრაინა
პრემიერლიგა. 31-ე ტური. კიევის "არსენალი" სტუმრად "დესნასთან" დამარცხა. სტუმართა რიგებში 34-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.

"შახტარმა" "მარიუპოლს" 4:0 აჯობა. დონეცკელები უკვე ჩემპიონები არიან. დავით ხოჭოლავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

"კარპატიმ" დონეცკის "ოლიმპიკთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. ნიკა სანდოხაძე განაცხადში არ ყოფილა.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის "შტუმბასი" ჟალგრისის "კაუნასს" მე-9 წუთზე 3:0-ს უგებდა, თუმცა შემდეგ ერთბაშად 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-8 წუთზე გაიტანა და სრული მატჩი ჩაატარა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-12 ტური. ქართველების "ტობოლმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა ქართველების "თარაზი".

ნიკა კვეკვესკირი თამაშში მე-60 წუთზე ჯაბა კანკავას ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. "თარაზის" რიგებში კი სრული შეხვედრა ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ. ლაშა კასრაძე 51-ე წუთზე შეცვალეს.

აშშ

MLS. "სან ხოსემ" სტუმრად "ტორონტოს" (2:1) სძლია. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთნენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ავოიეს!თუ სეგუნდა დივიზინი რომ ყაზახეთის ჩემპიონატს ჯობია არ იცი,ფეხბურთზე ნუ ლაპარაკობ,ტეხავს!
ucha
27 მაისი 2019 18:05
0
aq chamotvlili fegburtelebidan mgoni yoveltvis grigalava gamoircheva stabilurobit..yoveltvis(90wut)da tan zogiertebtan shedarebit ufro dzlier ligashi,magram nakrebis ganacxadshic ki verxvdeba,im momentistvisac roca uamravli utamashebeli fegburtelebi gvyavs sanakrebo ganacxadshi...
romandro
27 მაისი 2019 14:50
0
ჩემთვის და ალბათ ყველა ნამდვილი გულშემატკივრისათვის დიდი ხანია ცნობილია რომ, ზარანდია, ლობჟანიძე, დვალი, გრიგალავა, ტაბიძე, კიტეიშვილი, აბურჯანია, პარუნაშვილი, ხარაიშვილი და პაპუნაშვილი ნაკრების ძირითადში უნდა იყვნენ, მაგრამ გაურკვეველი და საეჭვო მიზეზების გამო, ეს ასე არ ხდება. ასევე სათადარიგოებში უნდა იყვნენ არაბიძე, ებრალიძე, მჭედლიშვილი, ვაჩიბერიძე, ბერიძე. თან ამ ბიჭებიდან დვალი, გრიგალავა, პარუნაშვილი,კიტეიშვილი ევროტურნირებზე გავიდნენ, ასევე საგზურებისთვის წარმატებით იბრძვიან ლობჟანიძე და ხარაიშვილი, ვაჩიბერიძეს რომ თავი დავანებოთ, მაინც ლატვიაა. თან ამ გუნდების წარმატება დიდწილად სწორედ ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. რანდერსი შარშან ლობჟანიძემ დატოვა უმაღლესში და წელსაც მისი ლომის წილია ამ გუნდის წარმატება. იმავეს ვიტყვი პარუნაშვილზეც. რაც აბურჯანია ჩაჯდა სასტავში, მის მერე ამოისუნთქა ლუგომ და დიდი ალბათობით დააღწევს თავს საშიშ ზონას.ერთი სითყვით ამათი წარმატება სახეზეა და ისინი ას პროცენტიანი სტაბილურობით გამოირჩევიან თავიანთ გუნდებში. ვფიქრობ გიბრალტართან ესენი უნდა იყვნენ ძირითაში, შეთამაშდნენ, მაინც მოვიგებთ და დანიასთანაც შანსი მოგვეცემა, ფრის მაინც. ეხლა ამის იდეალური შანსია, აბა როდისღა?კაკაბაძეს, კაშიას, კანკავას და კვეკვესკირის დაღმასვლა ძალზედ თვალსაჩინოა. ჩემი თერთმეტეულის უალტერნატივო ფეხბურთელების სია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ასე გამოიყურება.. მაკარიძე, ხოჭოლავა, დვალი, გრიგალავა, აბურჯანია, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ხარაიშვილი, ზარანდია და კვარაცხელია. გამოვიდა 3-6-1. მოედნის ცენტრში აბურჯანია, პარუნაშვილი და ხარაიშვილს მოვიაძრებ,რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ფლანგებს მოემსახურებიან წინაც და უკანაც, და ადგილებს სიტუაციიდან გამომდინარე ხშირად შეცვლიან. მათ საამისოდ საკმარისი ფიზიკა, ტექნიკა-ტაქტიკა, პასი და ფანტაზია გააჩნიათ სხვებთან შედარებით, გვარებს არ დავასახელებ, ისედაც ყველა ხედავს. შეტევის ცენტრში კიტეიშვილი და ფლანგებზე საბა და ზარანდია. ზამენებზე აღარ ვისაუბრებ, პაპუ, გვილია და ქვილითაია უეჭველი. მომწონს არველაძე, მაგრამ ძალიან ზანტია და ევროპული სისწრაფეებთან მაგას ჯერჯერობით შანსი არა აქვს. გიბრალტარს შეიძლება და ოდნავ მაღალი კლასის მოთამაშეებს ეგ ვერ გაექცევა, ფეხსაც არავინ გაანძრევიებს. ბოლობოლო ეს გასაკეთებელია თუ გვინდა წარმატება,, გვყავს ხალხი და აჰა ბატონო, მერე არ თქვათ არ გვყავსო ხალხი. ალბათ ასეც იზამს ვაისი, რადგან სხვა გზა მაინც არააქვს. თუმცა პირიქით ქნას, მაგალითად მჭედლიძე გამოიძახოს, ან დვალიშვილი. არც ეგ არ გამიკვირდება. ვნახოთ. იმედია გამომიქვეყნებთ, ვეცადე მაქსიმალურად და რა ვიცი. თან სხვების აზრიც მაინტერესებს. წარმატებები.
ვასო
27 მაისი 2019 14:09
1
კანკავას და კვეკვესკირის დაღმასვლაოო ...და მათი გუნდი რომ ლიდერბშია მათი დამსახურება არ ყოფილა თურმე ...თუ ლუგო და რანდერსი და რიგასი უფრო ძლიერი გუნდები და ჩემპიონატებში თამაშობენ ....ჩაიჭერით ბატონო მიბრძანდით უკეთ მოემზადეთ და ე მერე თუ მთლად მთავარ მწვრთნელად ვერა მრჩეცლად მაინც დაგნიშნავენ ....
auee
27 მაისი 2019 15:40
0
დასახელებულ გუნდებს გადავხედე და ამბიციები საერთოდ გამიქრა:)
ლაშა
27 მაისი 2019 14:05
1
სათადარიგო სკამების ხეხვას ჯობს ჩამოვიდნენ საქართველოში შექმნან აიაქსისავით კარგი გუნდი და შემდეგ ნახეთ თუ არ დაინტერესდებიან ტოპ გუნდები.
ვაკო
27 მაისი 2019 12:51
7
არა უშავს ერთი-ორ წელში ჩაკვე ითამაშებს ტოპ ლიგაში უეჭველი და 2-3 კაციც თუ აუბამს მხარს საერთოდ იდეალური იქნება
grisha
27 მაისი 2019 11:55
0
Aq oriatas larze aritamashebs roca iq minimum 5/6 atasi dolariaqvs
Tazo
27 მაისი 2019 13:49
0
მჭედლიძე მაინც არ თამაშობს და რა აზრი აქვს ემპოლის სერია A ში ყოფნას
დათო
27 მაისი 2019 11:07
2
ავტორს: ხომ არ გეჩვენებათ რომ ცოტა უხერხულია ქართველების "ტობოლმა" ქართველების "თარაზი" რომ დაამარცხა? მე ნამდვილად არ მსიამოვნებს ეს, ჯერ ის რომ ქართულს უწოდებთ ასეთი დასახელების გუნდებს და მეორე ის რომ ამ შემთხვევაში ყაზახური და სხვა ქვეყნის გყნდებისა არიან ქართველი მოთამაშეები და არ პირიქით როგორც თქვენ გინდათ თუ გონიათ. რაც დიდი სისულელე და შეცდომაა. ჩვენი გარეჯია და იმას მივხედოთ რაც ჩვენია ჯობია))
Geo_Dinamo
27 მაისი 2019 10:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული