ტულის "არსენალმა" 29 წლის ქართველ მცველ გია გრიგალავას კონტრაქტი გაუგრძელა.
კლუბის საიტი იუწყება, რომ გრიგალავას კონტრაქტი 2021 წლის 31 მაისამდე გაუხანგრძლივეს.
გრიგალავა "არსენალში" 2017 წელს ჩაირიცხა, უკვე მეორე მატჩში "კრილია სოვეტოვს" გოლი გაუტანა, მთლიანობაში კი რუსეთის ჩემპიონატის 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"არსენალი" პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.