"არსენალმა" გია გრიგალავას კონტრაქტი გაუგრძელა და ევროპა ლიგაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
ტულის "არსენალმა" 29 წლის ქართველ მცველ გია გრიგალავას კონტრაქტი გაუგრძელა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ გრიგალავას კონტრაქტი 2021 წლის 31 მაისამდე გაუხანგრძლივეს.

გრიგალავა "არსენალში" 2017 წელს ჩაირიცხა, უკვე მეორე მატჩში "კრილია სოვეტოვს" გოლი გაუტანა, მთლიანობაში კი რუსეთის ჩემპიონატის 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"არსენალი" პრემიერლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისს მაინც ვერ აეხილა თვალები რომ,ეს კაცი დააყენოს ნაკრებში მარცხენა მცველად!
კობი
19:08 27-05-2019
0
ნაკრებში საჭიროა ეს კაცი სასწრაფოდ
ogafa
20:32 27-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული