ერთი დებიუტანტით - საქართველოს შემადგენლობა გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ ცნობილია

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას იწყებს.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები გიბრალტარისა და დანიის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელებით მოემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა
(შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ამ დროისთვის ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო, 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

ხოლო Sportall.ge დანიასთან მატჩს ადგილიდან გააშუქებს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 37 /
მართალია ეს ხალხი , ზარანდია უნდა იყოს სასტავში იმენა, პაპუნაშვილიც , სასწაული ტექნიმით არავინ გამოირჩევა და ეს ბიჩები დარბიან მაინც და სწრაფები არიან , ჩაკვე რო იყიდ კიდე ჰო მაგაზე გაკეთდებოდა აქცენტი , დაუძახეთ ზარანდიას , ათამაშეთ ჭანტურიშვიკი და ხარაიშვიკი ცეცხლივით ბიჭებია კი ბატონი არააქვთ სასწაული გამოცდილება მაგრამ ვისაც გამოცდილებააქვს " ხო ხეთქავს ქვას "კანკავას არ ვგულისხმობ
Emiri
28 მაისი 2019 15:14
1
როგორც იქნა გრიგალავა გამოიძახა,კაშია არ არის ფორმაში არა მგონია ათამაშოს,საქართველოში,რომ ნორმალური თავდამსხმელები არ გვეყოლება,გადაბრუნდებიან საფლავში მესხი,მეტრეველი,შენგელია,მომავლის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.
გოჩა
28 მაისი 2019 14:48
0
Zarandias raserchit? Shergelashvilsac miscen shansi kargi dartyma aqvs
Bacho
28 მაისი 2019 14:44
3
ზარანდიაც, არაბიძეც და გაფართოებულში კიდევ ორი სამი მოთამაშე ეროვნულიი ჩემპიონატიდანაც აუცილებელი იყო. იგივე დინამოელი შენგელია. მოკლედ მაგარი საწყენი და არასახელმწიფოებრივია ასეთი მიდგომა
ვაჟა
28 მაისი 2019 14:38
4
arabidzes ra unda nakrebshi iqneb amixsna?
gio
28 მაისი 2019 16:55
4
უთამაშებელი ჯიღაურის ნაცვლად, ზარანდია უნდა გამოეძახებინა, მაგრამ როგორც ყოველთვის რაღაც ეშლება
irakli
28 მაისი 2019 14:35
1
ამ შეკრებაზე, არამგონია, ჭანტურიშვილის და ჯიღაურის გამოძახება სწორი გადაწყვეტილება იყოს, მათ ნაცვლად ზარანდია უნდა გამოეძახებინა რა...
ლაშა
28 მაისი 2019 14:03
3
mere imati mamikoebi da bidzashvilebi gaubrazdebian
aleko
28 მაისი 2019 18:00
3
ზარანდიას რატომ არ იძახებს? ბოლო თამაშები და საერთოდ მთელი სეზონი კარგად ითამაშა. გიბლარტართან მაინც უნდა მიცეს შანსი ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც კარგი ტექნიკა და სისწრაფე აქვს.
hancock
28 მაისი 2019 13:57
4
ზარანდიამ რა უნდა გააკეთოს ნაკრებში რო მოხვდეს? )))
dato
28 მაისი 2019 13:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული