"ალკმაარიდან" იყო დაინტერესება, იყო "კიოლნის" ვარიანტიც" - საბა ლობჟანიძე საკუთარ მომავალზე

AutoSharing Option
დანიურმა "რანდერსმა" სუპერლიგის ევროტურნირებზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში "ორჰუსს" (3:2) სძლია და ფინალში ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგს" დაუპირისპირდება.

"ლელო" "რანდერსის" ქართველ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს დანიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან საკუთარ მომავალზეც ისაუბრა:

"დასამალი აღარ არის, გუნდის დატოვება ნამდვილად მინდა. "ალკმაარიდან" იყო დაინტერესება, ჰოლანდიელების სკაუტები დანიაში ჩამოდიოდნენ და ჩვენს ვარჯიშებსაც ესწრებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ტრანსფერი ჩაიშალა. რა მოხდა, ბოლომდე არც ვიცი.

ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ "რანდერსში" პირველი სეზონი წარმატებულად ჩავატარე და დაინტერესება საკმაოდ ბევრი კლუბიდან გამოჩნდა. მაგალითად, იყო
"კიოლნის" ვარიანტიც, თუმცა მაშინ "რანდერსი" ჩემი წასვლით დაინტერესებული არ ყოფილა, მოლაპარაკებები გაიწელა და საბოლოოდ, შეწყდა.

გუნდში ჩემ წასვლასთან შეგუებულები უნდა იყვნენ. მთავარია, საჩემო გუნდი მოვძებნო. ალბათ, ჩემი პლუსი ისეთ გუნდში უფრო გამოჩნდება, რომელიც კონტრშეტევაზე თამაშობს.

ერთ წელიწადში ჩემი გაშვებით თავად კლუბი უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან "რანდერსთან" ახალ კონტრაქტს აღარ გავაფორმებ და ფულს ვეღარ მიიღებენ. არც ვიცი, აქ მეტი რაღა უნდა გავაკეთო.

მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს, რომ გუნდი ევროპის ლიგაზე გავიყვანო და  ასე წავიდე, გულშემატკივრებს თავი რომ დავამახსოვრო. საერთოდ, მე კარგ ნახევარმცველთან თამაში მინდა, რომელიც დროული და კარგი გადაცემებით მომამარაგებს და ამიტომ მგონია, რომ კარგ გუნდში უკეთეს შედეგს ვაჩვენებ. სულ 2-3 კაცს ვერ გავცდები, გოლი რომ გავიტანო ან საგოლე პასი გავაკეთო. მინდა ახალი გამოწვევები, ახალი ლიგა, ახალი გუნდი და მიზნები" - განაცხადა საბა ლობჟანიძემ "ლელოსთან" საუბრისას.

23 წლის ფეხბურთელი დანიურ კლუბში 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

იხილეთ სრული ინტერვიუ Lelo.ge-ზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიოლნი მაგარი ვარიანტია.წარმატებები
0
მის თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ და გუნდში ყველასაგან გამორჩეულია. სერიოზული ფეხბურთელია, იმსახურებს ნაკრებში თამაშს. ზარანდიაც მინდა ნაკრებში.
emigranti
02:29 29-05-2019
0

სიახლეები პოპულარული