ჯვაროსნები - ანუ გალაშქრება ერთა ლიგაზე

AutoSharing Option
"სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!" - ხალხით გადაჭედილი სტადიონი და ერთიანი, ვულკანისებური ქუხილი ჩვენი ნაკრების ყველა სახიფათო თუ ნაკლებად სახიფათო მომენტზე…

ეს ის მუხტია, რაც ამდენი ხნის მანძილზე აკლდა ქართულ ფეხბურთს. ყველა მომენტის მუხტს შენს სხეულზე რომ გრძნობ, როგორ აწვება შინაგანი გულის ფეთქვა გარეგანს, როგორ ერწყმის ეს ორი ერთმანეთს და როგორ გარდაიქმნება ერთიან გულის ფეთქვად. მთელი სტადიონი ერთი დიდი გულივით რომ ფეთქავს… ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ახლა განსაკუთრებით…

თამაშის დასრულებამდე მიტოვებული სტადიონებიც გვახსოვს, მაგრამ წყალს გავატანოთ ეგ ძველი გამოცდილება… ჩვენ ერთი გუნდი
ვართ! ჩვენ "ჯვაროსნები" ვართ და სისხლის ბოლო წვეთამდე ერთად უნდა ვიდგეთ… ვიდგეთ გულზე მარჯვენახელმიდებულები, ჩვენი ბიჭების მხარდამხარ, ჩვენ ჩვენი ვალი უნდა აღვასრულოთ! ჩვენ ერთი გუნდი ვართ - ქართველებისთვის Deus Vult-ის საპირწონედ იქცა. ეს სიტყვები უდიდეს ძალას ღვრის თითეული ქართველი გულშემატკივრის სულში და თავისი სიდიადის ზეგავლენით სტადიონებს ავსებს… ტელევიზორებთან ატყვევებს გულშემატკივრებს…

Sportall.Ge

ყაზახეთი, ლატვია, ანდორა - სამივეს მოუგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და იმედი გაჩნდა… იმედის მკრთალად მოკაშკაშე სხივმა მოგვიკაკუნა დარაბებზე, რომელი დარაბების მიღმაც გაზაფხულის მაგივრად, ცივი და ბნელი ზამთარი იყო…

ერთა ლიგაზე ქართველი "ჯვაროსნების" გალაშქრებამ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა, რაც ყველაზე დიდ დამსახურებად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ამ ჩემპიონატს.

სხვა ნაკრებების გულშემატკივრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ფიქრობენ, ჩვენ კი ჯგუფური ეტაპი გვესახება იმედების კორინთოდ, მაგრამ ეს დასაწყისია…

ფერფლად ქცევის გარეშე თავიდან დაბადება შეუძლებელია. საქართველოც ამ ეტაპზეა, ახლა იღვიძებს, ახლა უახლოვდება სტანდარტებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ჩაკვეტაძის გოლი ვნახოთ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რომ გაუტანს გერმანიას, ესპანეთს ან არგენტინას…

Sportall.Ge

იბერიის გაბრწყინებამდე იქნებ ქართული ფეხბურთი გავაბრწყინოთ და შემდეგ, იბერიის გაბრწყინებით დაქანცულებს, ქართული ფეხბურთი გვანუგეშებს და გაგვახარებს… ერთა ლიგაზე გავიბრძოლეთ და ეს ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. კონსტანტინეპოლის რა გითხრათ, მაგრამ ნურ-სულთანი ნამდვილად ავიღეთ...

ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლაა წინ და იმედჩასახულებს ახლა მხოლოდ გამარჯვება გვინდა. Deus Vult! კი არადა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ!

ავტორი: საბა ხიმშიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 22 /
არა ივერია,არამედ სწორედაც რომ იბერია,ივერია რუსული ვარიანტია ამ ეთნონიმისა
ბაჩი
05 ივნისი 2019 15:14
0
ლორია , კვირკველია, კაშია, ხიჭოლავა, კანკავა, კვეკვესკირი, ქვილითაია, კვარაცხელია. სასტავის 11 კაციდან 8 სამეგრელოს წარმომადგენელია. ეს ისე ხუმრიბით. ყველა ერთი ვართ გენაცვალეთ მიყვარხართ წარმატებები ნაკრებს
SAMEGRELO
03 ივნისი 2019 23:56
0
მე მახსოვს ის დრო როცა მარტო შელია და ქეცბაია თამაშობდა სასტავში და ბევრად ძლიერი იყო ნაკრები. ეს ისე ხუმრობით..
Vakhtang Lobzhanidze
04 ივნისი 2019 03:11
0
იბერიის კი არა, ივერიის, - წერეთ ის, რაზეც ელემენტარული წარმოდგენა მაინც გაქვთ. უკაცრავად...
მ. ტ.
31 მაისი 2019 19:22
1
რაც კარგები ვართ ქართველები ვართ! ყველაზე მაგრები კახელები ვართ! ნაკრებში ერთ კახელს მაინც დაუძახეთ რა იქნება!
გუჯა
31 მაისი 2019 18:40
1
ნახევარი ნაკრები მეგრელები არიან და ნახევარი კიდევ ვერ გავიგე ვინარიან!
კობი
01 ივნისი 2019 12:18
1
სვანებიც აკლია ნაკრებს კახელების გარდა!
DATO
01 ივნისი 2019 12:13
1
ყველა გამოხმაურება
რატო აკრიტიკებთ ავტორს? ადამიანს უყვარს თავისი ნაკრები და ქომაგობს და გულიდან წამოსულ სიტყვებს წერს,ამაში ცუდი არაფერია,პიტიქით ,მსგავსისულისკვეთება გვჭირდება სტადიონზე და არა კრიტიკა და მზესუმზირის კვნეტა.
Qomavi
31 მაისი 2019 15:30
8
- თოჯინები იცინიან. ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე და იპოლიტე ხვიჩიას ეპიზოდი მახსენდება, სუფრაზე, რომ არიან... ავტორ სად ბრძანდებით? ფეხზე ფეხის დასადგმელად რომ მოვიდე და ისევ გავქრები..
ტორინო
31 მაისი 2019 14:10
4
ავტორს თითქოს უნდა სულში ჩასწვდეს მკითხველს, მაგრამ ამის ნაცვლად გადაჭარბებული პათოსით გვესაუბრება და ეს დაახლოებით იმ შეგრძნებას ტოვებს ზედმეტ ტკბილს რომ მიირთმევ და ყელში უსიამოვნო წვას რომ შეიგრძნობ. ცოტა უფრო მარტივი საგაზეთო ენით წერეთ, არაა საჭირო სპორტული თემატიკის სტატიაში სადღეგრძელო წარმოთქვა და ალავერდი გადახვიდე.
ირაკლი
31 მაისი 2019 13:11
0
აი უფრო ზუსტად ვერ ჩამოაყალიბებდი! საღოლ მეგობარო!
Vakhtang Lobzhanidze
04 ივნისი 2019 03:14
0
ვინ დატოვა პარალელური სამყაროს კარები ღია? დაბრუნდი ავტორ ჩვენი სხვა სამყაროა სადაც კმაყოფილები ვიქნებით თუ ვაჟკაცურად იომებენ ჩვენები
ზორბეგი
31 მაისი 2019 12:17
1
აბა, შენ ეგა თქვი. 39 წლის ვარ. სტადიონზე ყოველთვის თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოვდიოდი და არასდროს წავსულვარ საფინალო სასტვენამდე, მაგრამ შვეიცარიასთან 80-ე წუთზე ავდექი და წავედი..უჟილკო თამაშს ვერავის ვაპატიებ..იმედია გამოსწორდება რამე.
Vakhtang Lobzhanidze
04 ივნისი 2019 03:20
0
თუ შეახვედრებ გაუტანს, მაგრამ თუ არ შეახვედრებ ვერ გაუტანს.
sdfffff
31 მაისი 2019 12:10
0
სტატიაც ზუსტად ქეცბაიას და ვაისის დონის შესაბამისია, სანამ ესენი მწვრთნელები გვგონია მანამდე არაფერი გვეშველება
goga
31 მაისი 2019 12:09
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული