"შტურმი" ევროპა ლიგისაკენ მიიწევს - ოთარ კიტეიშვილმა პენალტი მოინადირა

AutoSharing Option
30 მაისს, ავსტრიის ბუნდესლიგაში ევროპა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ვენაში 2:1 მოუგო "რაპიდს".

მე-60 წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 69-ე წუთზე კი კიტეიშვილი მეტოქემ საჯარიმოში წააქცია და პენალტით ანგარიში აინტშერმა გაათანაბრა, ხოლო 78-ე წუთზე "რაპიდის" მცველმა გრეიმლმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 2 ივნისს გრაცში გაიმართება.

კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპირველობის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Kaia da rac mtavaria vitardeba nelnela gundis lideri xdeba, momcons ambichis sulis kveteba vafaseb eset adamianebs irlandiastan suli da gulit itamasha rasac qvia 100% it daixarja da ibrdzoda ert ertimagaliti unda iyos ybela im vai varskvlavebisa chven rom gvyavs carmatebebi oto ese ganagrdze da top chempionatshi gixilavt male
Va-Le
31 მაისი 2019 11:27
0
რა ბიჭიაააა!!!
საუკეთესო იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში!
ოდიკ
31 მაისი 2019 11:02
0
კარგ ფორმასჰია ოთო, ჯერ კიდევ რუსთავში რომ თამაშობდა სულ ბავშვი იყო შემოდიოდა და აწიოკებდა მცველებს. მიხარია რომ ასეთ მაღალ დონეზე გამოდის.
semi
31 მაისი 2019 09:44
0

სიახლეები პოპულარული