ეროვნული ლიგა. XVII ტური: ბათუმის "დინამომ" "რუსთავის" მედგარი წინააღმდეგობა დაძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ბათუმის "დინამომ" სახლში "რუსთავს" 2:1 მოუგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და შუა პირველ ტაიმში საჯარიმოდან ანგარიში მამუჩაშვილმა გახსნა. სტუმართა ახალგაზრდული გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, არ შედრკნენ და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ციცქიშვილის შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ყიფიანმა საპასუხო გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამოს" მეტოქის კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდა, გოლი კი კინაღამ საკუთარ კარში მიიღო, როდესაც რამოსმა ბურთი კარიდან წინ გამოსულ მეკარეს დაუგორა და მან გაჭირვებით მოახერხა თავისი გუნდის
გადარჩენა.

მორიგი შეტევისას კი ზვისპირელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს - თავი აქტიურმა საბანაძემ გამოიჩინა.

შემდეგ საბანაძემ ფლამარიონი მამარდაშვილს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმარჯვა და მესამე გოლი არ გაატანინა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - რუსთავი 2:1
გოლები: 1:0 ვლადიმერ მამუჩაშვილი (27), 1:1 ნიკოლაი ყიფიანი (45), 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (70)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (გიული მანჯგალაძე 52), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (ვალერიან თევდორაძე 61), გაბრიელ რამოსი (ლაშა ჩალაძე 72), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი (თემურ ჩოგაძე 66), ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ) (პაატა კიტეიშვილი 74), ფარხად გისტაროვი (ლუკა ზვიადაძე 78), გეორგი ბუგულოვი, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე, ნიკოლაი ყიფიანი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული