ეროვნული ლიგა. XVII ტური: ჰამზიჩი - "საბურთალო" 0:0, ბათუმის "დინამოს" სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 მაისს, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "ჩიხურასა" და "საბურთალოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

თავიდან თანაბარი თამაში მიდიოდა, შუა პირველ ტაიმში კი საქართველოს ჩემპიონი უპირატესობას დაეუფლა და მწვავედაც შეუტია. კარგი მომენტი ჰქონდა ცნობილაძეს, რომელსაც გოლის გატანა მეკარე ჰამზიჩმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სტუმრები ისევ უტევდნენ, მაგრამ მატჩის გმირმა ჰამზიჩმა კოხრეიძის, მალის და ორჯერ დვალიშვილის დარტყმული ბურთები მოიგერია და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

"საბურთალო" 35 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 2 ქულით ჩამორჩა, ხოლო "ჩიხურა" 23 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - საბურთალო 0:0

ჩიხურა (4-1-4-1): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე (დავით იონანიძე 85), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე (დავით მეგრელიშვილი 81), გიორგი ფანცულაია (თეიმურაზ მარკოზაშვილი 65), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მოგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, დაჩი ცნობილაძე (გიორგი კოხრეიძე 55), ლევან კაკუბავა, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (ოგნიენ როლოვიჩი 67), გიორგი დიასამიძე (თორნიკე გორგიაშვილი 70), ელვინ ტერა, ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
შეილება ზოგმა შემომედაოს მაგრამ როგორც ბევრი მეც ვფიქრობ რომ ჩემპიონატი უკეთესი გახდა,ტემპმაც იმატა და ხარისხიანი მატჩებიც მომრავლდა.
რუსლანი
09:45 03-06-2019
0
საკმაოდ კარგი ფეხბურთი იყო. სისწრაფეებმაც იმატა.
emigranti
04:32 03-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული