ტარიელ ხეჩიკაშვილი: გაძლიერებაზე ვმუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ...

AutoSharing Option
სპორტული გაზეთი "ლელო" თბილისის "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ახალი ფეხბურთელების დამატების შესახებ ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც ტარიელ ხეჩიკაშვილი საუბრობს, თუ რა პრობლემებს აწყდება კლუბი, როცა უცხოეთიდან ძლიერი ფეხბურთელის დამატება სურს.

- გაძლიერებაზე ვმუშაობთ, მაგრამ სამწუხაროდ, ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით - ბევრს არ სურს აქ ჩამოსვლა. ეს სერიოზულ ბარიერებს გვიქმნის. ეროვნულ ჩემპიონატში პროგრესია, მაგრამ მეტია საჭირო, რომ აქეთ გამოხედვა მოინდომონ. ახლა ისე გამოდის, რომ კარგ მოთამაშეს საკმაოდ კარგი პირობებიც რომ შესთავაზო, ჩამოსვლაზე მაინც თავს იკავებს.

- ასეთ დროს გამოსავალი რა
არის?

- იმავეს ვიტყვი, რაც რეხვიაშვილის შემთხვევაში - გვირჩევნია, დავიმატოთ ფეხბურთელები, რომელთაც კარგად ვიცნობთ და ვენდობით. ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესო იქნება, რომ კიდევ ერთ მოთამაშეს დავიბრუნებთ, რომელიც ჩვენი გაზრდილია და ორი წელი იჯარით ესპანური ლა ლიგის კლუბ "ჟირონაში" თამაშობდა - ვგულისხმობ გიორგი ქოჩორაშვილს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველია.

"საბურთალოს" საყრდენი ნახევარმცველი სჭირდებოდა და მიმაჩნია, რომ გიორგი კარგი კანდიდატურაა. ბოლოს და ბოლოს, ლა ლიგის გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რამდენჯერმე განაცხადშიც მოხვდა და შარშან "ტოტენჰემთან" ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა. ფეხბურთელებს, რომელთა არც შესაძლებლობა ვიცით და არც პოტენციალი, სწორედ ასეთი მოთამაშეები გვირჩევნია. მაგრამ ძლიერი ფეხბურთელების დამატებაზეც ხელი არ აგვიღია და ამაზე ვმუშაობთ.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამუსი საქონელია?
დათა
07 ივნისი 2019 16:02
0
აქ არ ჩამოვა კარგი ფეხბურთელი, არა მხოლო იმიტომ, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია. ქართველი ფეხბურთელები აქედან გარბიან, არა მხოლო იმიტომ, რომ ჩემპიონატის დონე დაბალია...
!
05 ივნისი 2019 20:55
2
რა სისტემა დატოვა არ მოსწონს. მინისტრობისას უნდა გეფიქრათ ფედერაციასთან ერთად, უკვე გვიანია. თქვენ გამოგიყვეს ფული ასე ვთქვათ მოსავლის დასათესად, თქვენ კი დაუთესად თესლი მიირთვით და ახლა ტირით მოსავალი არაა კიდევ მეტია გასაკეთებელიო.
ვეტერანი
05 ივნისი 2019 17:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული