გიორგი აბურჯანია ჰოლანდიურ კლუბში გადადის?

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა twenteinsite საინტერესო სტატიას აქვეყნებს სათაურით: "გიორგი აბურჯანია ვან ლიუენის ("ტვენტეს" დირექტორი) მორიგი შენაძენია?!"

გამოცემა აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები, რომ ენსხედეს "ტვენტეს" შემდეგი შენაძენი ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია იქნებოდა. აბურჯანიას "სევილიასთან" აქვს კონტრაქტი 2020 წლამდე. სხვათა შორის, "ტვენტემ" "სევილიადან" წინა სეზონში კრისტიან გონსალესი გადაიყვანა.

24 წლის აბურჯანიას რამდენიმე კლუბში უთამაშია, მათ შორის, ფამაგუსტის "ანორთოსისში". სწორედ კვიპროსში თამაშის დროს მუშაობდა აბურჯანია ტედ ვან ლიუენთან, რომელიც "ანორთოსისის" ტექნიკური დირექტორი გახლდათ.

აბურჯანიას შესახებ ჭორებს ისიც დაემატა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა
სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" "ტვენტე" და აღნიშნული კლუბის ფეხბურთელი ტიმ ჰოლშერი გამოიწერა.

სანამ ახალ კლუბში გადავა, გიორგი აბურჯანია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა ვლადიმირ ვაისმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გუნდია, კარგი ლიგა წარმატებები
irakli
17:59 05-06-2019
1

სიახლეები პოპულარული