საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომავალი ორი მატჩის თაობაზე ისაუბრა.
"გასული სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა, განსაკუთრებით, სეზონის დასკვნითი ნაწილი. გიბრალტარი და დანია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. გიბრალტარს სახლში ვეთამაშებით და სამი ქულის მოპოვება აუცილებელია, მით უმეტეს, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ორ შეხვედრაში დავმარცხდით. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დავაფასოთ და მატჩისთვის სრული კონცენტრაციით მოვემზადოთ.
რაც შეეხება დანიას, ვფიქრობ, რომ ის ძალიან რთული მეტოქეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანიელთა წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობით თამაშს ვერ ვახერხებთ და თითქმის ყველა შეკრებაზე ორი ან სამი ფეხბურთელი გვაკლდება. მიუხედავად ამ პრობლემისა, ვფიქრობ, რომ გუნდში გვყავს მოთამაშეები, რომლებიც დანაკლისს შეავსებენ და გულშემატკივარს კარგ თამაშს უჩვენებენ".

საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ემზადება
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით