ვლადიმირ ვაისი: ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ

AutoSharing Option
6 ივნისს, საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩამდე ერთი დღით ადრე, "ჯვაროსანთა" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკმა სპეციალისტმა ხვალ გასამართი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია გამოვიძახე იმისთვის, რომ ითამაშოს. მისი სათამაშო სტილი შესაძლოა ჩაკვეტაძეს შევადაროთ. არის შანსი, რომ მან ითამაშოს.

მის დებიუტთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მაქვს. დიდი ნახტომი ჰქონდა, როდესაც "რუსთავიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. მისი მომავალი კარიერა ბევრ რამეზეა დამოკიდებული - კლუბზე, თანაგუნდელებზე, მშობლებზე, მწვრთნელზე.

სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გიორგი ქვილითაია ვერ დაგვეხმარება. სავარაუდოდ, ტრავმის გამო რამდენიმე კვირა ვერ
ითამაშებს.

გიბრალტართან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ხვალ შემტევი, გახსნილი თამაში უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ღია თამაში უნდა ვაჩვენოთ. ვეცდებით, გულშემტკივრისთვის დასამახსოვრებელი მატჩი იყოს.

გიბრალტარმა სომხეთთან ნამდვილად სიურპრიზი შემოგვთავაზა. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, ვნახეთ.

გია გრიგალავას რუსეთში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თითქმის ყველა მატჩში ითამაშა. მის პოზიციაზე ბევრი მოთამაშე გვყავდა. ის ცაციაა, ამიტომ მისი პირველი პასი ძალიან დაგვჭირდება. დიდი შანსია, ხვალ ძირითად შემადგენლობაში იყოს.

ამ მატჩში მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები ითამაშებენ. სხვადასხვა სახის პრობლემა აქვთ საბა კვირკველიას, დავით ხოჭოლავას და გიორგი პაპუნაშვილს.

ლევან მჭედლიძემ ერთი ვარჯიში გამოტოვა და არაა გამორიცხული, ხვალ 15-20 წუთი მიეცეს.

ლუკა ზარანდია სიმბოლურ გუნდში მოხვდა? დრიბლინგის სიმბოლურ გუნდში? ფეხბურთი კომპლექსური ელემენტების ერთობლიობაა, მხოლოდ დრიბლინგი არ არის ფეხბურთი.

ლუკა ნიჭიერი ფეხბურთელია. მის პოზიციაზე სხვადასხვა ფეხბურთელი გვყავს - გიორგი პაპუნაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი მერებაშვილი. თუ პროგრესს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება შემადგენლობაში.

ელგუჯა ლობჯანიძე საქართველოს ნაკრებში მეორედ არის. რა ტაქტიკითაც ვაპირებთ გიბრალტარის წინააღმდეგ თამაშს, იმ კატეგორიის ფეხბურთელია. კარგად იხსნება, კარგად თამაშობს თავით.

ვაკო ყაზაიშვილის არგამოძახების მიზეზი სხვა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემაა. მან უნდა მოუსმინოს მწვრთნელს, იმუშაოს გუნდთან ერთად. საჭიროა უფრო მაღალი ხარისხი, მეტი დისციპლინა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მატჩებში არ იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთის სათამაშოდ ცუდი დროა. ხვალ მოედანზე ის მოთამაშეები გამოვლენ, ვისაც ფაქტობრივად 100-პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკა აქვთ.

გეგმაში გვაქვს მონახაზი, ვინც დანიასთან უნდა ითამაშოს. ასე რომ, ისინი გადანაწილებულები არიან ამ ორ მატჩში", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altნიკა კვეკვესკირი: გვაქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ ავისრულოთ ოცნება

მკითხველის კომენტარები / 30 /
რა ამის პასუხია და მგონი ამან "ყურუთი" ჭამა (ჭკვუს მომყვანია ნელ-ნელა). ახლა მიხვდი რომ ის უნდა ათამაშო ვინც სულ საკაუთარი გუნდის სასტავშია? წარმატებები ჩვენს ნაკრებს და სრულიად საქართველოს.
roma
06 ივნისი 2019 14:12
0
როგორ უნდა დავიჯერო რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი არ აქვს, როცა გერმანია საქართველოს მატჩისთვის ნაყურები მაქვს ლაიფციგში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბურთი დაუმალა გერმანულ მანქანას. საქართველოს ნაკრებს ნორმალური მწვრთნელის ხელში, ყოველთვის აქვს პოტენციალი რომ ანგარიშგასაწევი გუნდი ყავდეს. წარმატება ჩვენს ბიჭებს
ფეხბურთი
06 ივნისი 2019 16:44
3
ეს რა საზიზღარი რეკლამაა თუ არ შეგვახსენეს ისე ვერ მივხდებით მჭამოთ თუ არა შეგაზარებენ საიტის გახსნას VTB დან მაინც აიღონ მაგალითი.
ვაკო
06 ივნისი 2019 21:02
0
როგორც იქნა მიხვდა რომ ყაზაიშვილი არ უნდა გამოეძახებინა. იმედია დაფიქრდება და გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელად დაბრუნდება. მას ჩემი აზრით ორი ძირითადი პრობლემა აქვს. შეტევის დროს არ აკეთებს საჭირო პასებს და მთავარი როცა გვიტევენ მოსეირნობს უკან და ელოდება როდის დაიბრუნებენ მისი გუნდელები ბურთს.
David
06 ივნისი 2019 15:42
0
ირლანდიასთან თამაშისას ჩვენი შეტევის ძირთადი ნაწილი მარჯვენა ფლანგზე მიდიოდა და კაკაბაძის ტექნიკის იმედად იყო გუნდი, ანუ როდესაც გოლის გატანა გახდა საჭირო აშკარად ჩანდა, რომ საჭირო იყო ძლიერი ინდივიდუალისტი რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და დაცვით ბარიერებ გაარღვევდა, ვაისს კიდე როგორც დღეს, ისევე მაშინ განაცხადშიც კიარ ყავდა მსგავსი ტიპის ფეხბურთელი (ზარანდია).
შე დალოცვილო გამოიძახე ის კაცი იქნება დაგჭირდეს.
giga
06 ივნისი 2019 22:35
0
ვინც კარგად ითამაშებს ყველას გაგვიხარდება. უბრალოდ თვითონ ზარანდიასთვის არის ცუდი ამდენს ითხოვთ ათამაშეთო და რომ ათამაშოს და არ წაუვიდეს თამაში ვფიქრობ ორმაგად ნეგატიურ დსმოკიდებულებას მიიღებს გულშემატკივრისგან. ჯობია დამსახურებულად მოხვდეს ნაკრებში ვიდრე ამ გადამეტებული კომენტარებით მის უთამაშებლობაზე
David
07 ივნისი 2019 12:25
0
DAVID--კაი მეგობარო ჯიღაურზე მეტად არ იმსახურებდა გამოძახებას? ტიპს 10 წუთი სანატრელი აქვს "გრენბოლში".
გამომდინარე იქიდან რომ გიბრალტარი 11 კაცით დაცვაში ჩადგება და ბურთს მოგვცემს, რთული იქნება თავისუფალი სივრცეების მოძებნა და ვაისს კიდე 23 კაცში, კაცის მომტყუებელი როარ ყავს გამოძახებული მემგონი მაგრა ტეხავს.
giga
07 ივნისი 2019 10:51
1
ყველა გამოხმაურება
ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ დრიბლინგის სიმბულურმა დაგლიჯა)))) ან ჟურნალისტები რას აკეთებთ ვერ კითხავთ რას ნიშნავს დრიბლინგის სიმბოლური))))
დათა
06 ივნისი 2019 16:19
4
ეგ ვაისის სიტყვებია. პირიქით ღადაობს, - "მარტო დრიბლინგის კომპონენტისთვის ვათამაშოო?"
Biankoberi
06 ივნისი 2019 17:09
0
იხუმრა კაცმა იხუმრააა....
...
06 ივნისი 2019 16:28
0
ვაისი დრიბლინგის 11ეულებს უყურებს თურმე))))) სირცხვილია კომენტრს მაინც ნუ აკეთებს საერთოდ სასაცილო რო რ გახდეს
VV
06 ივნისი 2019 17:07
7
ზარანდიას როგორ გამოიძახებს დრიბლინგების სიმბოლურშია))))))))
Temo
07 ივნისი 2019 00:29
2
მერებაშვილი არსად დაგეკარგოს, ვაის...
Status quo
07 ივნისი 2019 08:55
1
გელა ნუგზარაშვილი არაა გამოძახებული ნაკრებში?
ქვილითაიას არყოფნაში შანსი უნდა მიეცა ნუგზარაშვილისთვის.
ნოდარი
06 ივნისი 2019 17:44
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული