მან მოახლოებულ მატჩსა და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.
"ჩვენი მთავარი მიზანია, გუნდმა კარგად ითამაშოს. ჩვენი წარმოდგენა თქვენს გუნდზე ისეთივე მდიდარია, როგორიც თქვენი ჩვენზე. ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები, ძლიერი გუნდია. მათი რამდენიმე მატჩი მაქვს ნანახი და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
მე არ მიყვარს ფავორიტებზე საუბარი. ძალიან მომწონს ირლანდიის, დანიის, შვეიცარიის და საქართველოს გუნდები.
მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები და ვინმეს გამოყოფა არ მსურს. ამ გუნდში ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშეები თამაშობენ. ჩვენს ტაქტიკაზე კი მატჩამდე საუბარი არ მსურს, ყველაფერი ხვალ გამოჩნდება", - განაცხადა რიბასმა.
საქართველოსა და გიბრალტარის ეროვნული ნაკრებების მატჩი 7 ივნისს, 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.
საქართველოს ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ემზადება
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დანიასთან რაც შეიძლება მეტი ქულა მოვიპოვოთ