ყაზახური მედია: გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, "ორდაბასში" ვიხილოთ

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა vesti.kz-მ იმ თავისუფალ აგენტებზე ისაუბრა, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო კლუბის დროს, შესაძლოა, ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებში აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთ მათგანად გამოცემა გიორგი ჭანტურიას მიიჩნევს, რომელიც იანვრის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

"ურალში" ტექნიკური ქართველი ფეხბურთელი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა. ჭანტურიას შესანიშნავი ევროპული გამოცდილება აქვს: გაიარა "ბარსელონას" სკოლა, კარგად თამაშობდა ჰოლანდიაში და დასამახსოვრებელი იყო გერმანიასა და რუმინეთში.

პოტენციურად, ჭანტურია, შესაძლოა, "ორდაბასში" ვიხილოთ, რომელიც ევროტურნირებზე გამოვა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელსაც მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში უმუშავია", -
წერს გამოცემა.

26 წლის შემტევმა "ურალის" რიგებში ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, სადაც 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა ბარსელონაო?
1
"ქართველი მესი" ორდაბასში)))) ანანიძე ტობოლში და მჭედლიძე ატირაუში.მეტს მაინც ვერ ქაჩავენ ეგ ვაი ფეხბურთელები.იმედია არ დაბლოკავთ
ზაზა
18:21 07-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული