გიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

AutoSharing Option
7 ივნისს, საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენცია გამართა.

"საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, გვქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რამაც ეს ანგარიში გამოიწვია.

ყოველთვის როდესაც სტუმრად ვთამაშობთ, გვაქვს ილუზია, რომ წარმატებას მივაღწევთ და ეს სომხეთთან გამოვიდა. არ მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ საქართველოს მწვრთნელზე ვისაუბრო, თუმცა ფეხბურთელებმა მართლაც კარგად ითამაშეს.

ჩვენ არ გვქონდა სტადიონი, ვთამაშობდით პორტულიაში. როდესაც სახლში ვთამაშობთ, ჩვენი თანამემამულეების წინაშე, თავს უფრო მოტივირებულად ვგრძნობთ", - განაცხადა რიბასმა.

საქართველოს
ნაკრებმა ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის გოლებით გაიმარჯვა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად დანიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გიბლარტალის მწვრთნელს სურდა ეთქვა,რომ საქართველოს ნაკრების ამ ფეხბურთელებიდან უფრო ძლიერ ნაკრებს დავაყენებდი ვიდრე ახლა არისო,მაგრამ მოერიდა და არ თქვა,არადა მართალა შესაძლებელია.
თერჯოლის ეწერი
08 ივნისი 2019 13:28
3
რატომ მბლოკავთ, როცა ხშირად გინებებცცაც უშვებთ. ეტობა ვაისივით მაგარი აფერისტები ხართ
გიორგი
08 ივნისი 2019 06:44
1
სამწუხაროდ დანიასთან კატასტროფა გველის.ვაისი ეხალა იმასღა ოცნებობს, რომ იქნებ დიდი ანგარიშით არ წააგოს ნაკრებამა, რომ მერე თვალში ნაცარი შემოგვაყაროს, ნეტა ამან რამდენი დაგვაწერა ?
გიორგი
08 ივნისი 2019 06:38
2
სლავიკ, მოვედით!
გივი
08 ივნისი 2019 03:15
1
მე მგონი კობიაშვილია მშიშარა პრეზიდენტი, მკაცრ მოთხოვნებს ვერ უYენებს ვაისს.
sdfffff
07 ივნისი 2019 23:15
17
მიჰა რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი რას ამბობ მსოფლიო თასი მოიგეს. მოითხოვე რამდენიც გინდა.
გიორგი
08 ივნისი 2019 09:53
6
საკმარისი კვალიფიკაცია კიარა კოლეგიალობა გამოიჩინა და არაფერი თქვა.
ვაისი არის ძალიან მშიშარა მწვრთნელი.
რუსთავი
07 ივნისი 2019 22:31
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული