გიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

AutoSharing Option
7 ივნისს, საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ გიბრალტარის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟულიო სეზარ რიბასმა პრესკონფერენცია გამართა.

"საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება დაიმსახურა, გვქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ისეთი შეცდომები დავუშვით, რამაც ეს ანგარიში გამოიწვია.

ყოველთვის როდესაც სტუმრად ვთამაშობთ, გვაქვს ილუზია, რომ წარმატებას მივაღწევთ და ეს სომხეთთან გამოვიდა. არ მაქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ საქართველოს მწვრთნელზე ვისაუბრო, თუმცა ფეხბურთელებმა მართლაც კარგად ითამაშეს.

ჩვენ არ გვქონდა სტადიონი, ვთამაშობდით პორტულიაში. როდესაც სახლში ვთამაშობთ, ჩვენი თანამემამულეების წინაშე, თავს უფრო მოტივირებულად ვგრძნობთ", - განაცხადა რიბასმა.

საქართველოს
ნაკრებმა ვაკო გვილიას, გიორგი პაპუნაშვილის და ვატო არველაძის გოლებით გაიმარჯვა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი სტუმრად დანიასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
საკმარისი კვალიფიკაცია კიარა კოლეგიალობა გამოიჩინა და არაფერი თქვა.
ვაისი არის ძალიან მშიშარა მწვრთნელი.
რუსთავი
22:31 07-06-2019
10
სამწუხაროდ დანიასთან კატასტროფა გველის.ვაისი ეხალა იმასღა ოცნებობს, რომ იქნებ დიდი ანგარიშით არ წააგოს ნაკრებამა, რომ მერე თვალში ნაცარი შემოგვაყაროს, ნეტა ამან რამდენი დაგვაწერა ?
გიორგი
06:38 08-06-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული