ვლადიმირ ვაისი: შესაძლოა, ლობჟანიძემ ითამაშოს - კვარაცხელიაც, ალბათ, ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის წინ, დანიასა და საქართველოს შორის, "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, მატჩი რთული იქნება, დანია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად არ დაუწყია, გასულ ტურში ირლანდიასთან ორი ქულა დაკარგა.

დანიას მსოფლიო მასშტაბის რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს.

ჩემი მოთამაშეები მიყვარს, ვენდობი. როცა მეტოქე დანიაა, ჭკვიანურად თამაშია საჭირო. ხვალინდელ შეხვედრაში რომ დაცვას დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს ცხადია.

ლობჟანიძე და ხარაიშვილი სკანდინავიაში თამაშობენ? კიდევ კარგი, დანარჩენებიც აქ არ თამაშობენ, თორემ
ყველას ძირითად შემადგენლობაში დაყენება მომიწევდა.

მათ ვარჯიშზე დავაკვირდები და მივიღებ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, ლობჟანიძემ ხვალ ითამაშოს. ის სწრაფია და ფლანგზე ეფექტურად თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით საშიში არაფერია. დღეს დავაკვირდებით და ალბათ, ითამაშებს".

დანიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
რა გინდათ ვაისისგან ბევრად უკეთეს ფეხბურთს ათამაშებს ვიდრე ქეცბაია ათამაშებდა.ახალი ფეხბურთელებიც ნელნელა შემოყავს.ხოლო ფეხბურთელები მანამ ძლიერ ჩემპიონატებში არ ითამაშებენ კლასს ვერ აიწევენ. კვარაცხელია რუსეთისთვის მეცოდება.მაგრამ სიომინი რა ჭკვიანი 18 წლის ბიჭი თითქმის ყველა თამაშზე შეცვლაზე შეყავს,ხოლო თასის ფინალში მეორე ტაიმი ათამაშა.
თემო
10 ივნისი 2019 12:54
6
გამოიყვანე ვაის ასეთი შემადგენლობით ნაკრები: მეკარე-ლორია, დაცვა - კაკაბაძე, დვალი, გრიგალავა, კანკავა,ხარაბაძე. ნახევარდაცვა, საბა ლობჟანიძე, კვარაცხელია,კვეკვესკირი,პაპუნაშვილი. თავდასხმა-ელგუჯა ლობჟანიძე. იქნებ რამე გამოვიდეს!
მწვრთნელი
09 ივნისი 2019 23:20
18
ერთი რამ დაგავიწყდა. შენ წადი და მე ვიქნები მწვრთნელი,ხვალ მაინც თქო))
დავით 67
10 ივნისი 2019 04:25
1
რაში ადანაშაულებთ ვაისს? შვეიცარიას რომ ვერ მოუგო და ირლანდიას ნახევარი გუნდით? სწორად მივხვდი? ყოჩაღ გულშემატკივრებო.
semi
10 ივნისი 2019 14:02
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული