საქართველოს ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ დანიის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"თელია პარკენზე" რამდენჯერმე მაქვს ნათამაშები და შესაბამისად, ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. დანიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში ფრედ ითამაშეს და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ისინი აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ. უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. ჩვენ გვექნება მომენტები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ".
მოგეხსენებათ, საბა დანიის ჩემპიონატში თამაშობს, ის "რანდერსის" ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე არის მისთვის კოპენჰაგენიცა და "თელია პარკენი" ნაცნობი ადგილი.
დანიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა დღეს, 10 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით