10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა დანიასთან პირველი ტაიმი 1:2 წააგო.
გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება.
მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.
25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - კუთხურისას კანკავამ კიაერზე დაარღვია თამაშის წესები და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.
მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.
კოპენჰაგენი. "ტელია არენა"
დანია - საქართველო
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ)
დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი, დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი, ჰეიბერგი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი, პარუნაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი, პარუნაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე