"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
დვალის შემოყვანა სამწვრთნელო კლასი იყო, წიგნებში შესატანი, ამ კაცს ყველა ქართველი გულშემატკივარი ჯობია აზროვნებაში.
a
11 ივნისი 2019 07:57
2
კომენტარები გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკავთ. ვაისი არის მშიშარა მწვრთნელი, პატივს არ სცემს და არ კერა საკუთარი ფეხბურთელების. ყველა თამაში ერთიდაიგივე მიზეზით წააგო! ესპანეთთან საფეანგეთთა. გერმანიასთან იტალიასთან პოლონეთთან არ წაგვიგია ასე სამარცხვინოდ. გვეკაიფებოდნენ თორემ რომ სდომოდათ 10:1 მოგვიგებდნენ
რუსთავი
11 ივნისი 2019 02:02
2
დაწექით საჯარიმოში! თერთმეტივე დაწექით და ბურთი აღარ გავა! რას დარბიხართ ალა ბალა! ხომ ხედავთ ვერ ეწევით და სირბილში გჯობიან! ამას არ ჯობია ჩაწოლა შენს კარებში!
მწვრთნელი
11 ივნისი 2019 17:39
2
ეტყობა კაშიას თავისი იღბლიანი ცისარტყელასფერებიანი სამკლაური არ ეკეთა და ამიტომაც წააგო ნაკრებმა.
Adolf
11 ივნისი 2019 17:32
7
საწყენია, რომ კი არ თამაშობდნენ, ასე ცოდვილობდნენ.
ზზზ
11 ივნისი 2019 11:53
2
უბედურება მხოლოდ წაგება არაა, საგანგაშოა ის რომ საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობთ აგერ უკვე მერამდენე წელია. მთავარ მწვრთნელს თავისი შეცდომებიც ეყოფა, მაგრამ რა დღეშია ზოგადად ჩვენში ფეხბურთი. ნუთუ მარტო მაყუთის საკეთებელი დაზგაა საქართველოში სპორტის ეს უპოპულარესი სახეობა და ფეხბურთის მესვეურებს დიდიან პატარიანად ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ? ნუთუ ასე არ უყვართ ფეხბურთი და მხოლოდ შემოსავლის წყაროდ უქცევიათ? მაშინ მართლა დავშალოთ ფედერაცია და მოვუსპოთ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება. აბა წინსვლა აბსოლიტურად არაა და ნერვების შლაში და საცოდაობის ყურებაში გვახდევინებენ წლიდან წლამდე თანხებს? მოვა ეგ ერთა თასის ფინალებიც და ბელორუსს თუ რაღაცნაირად გავცდით კოსოვოს მოუგებს ეს გასაცოდაებული ნაკრები? გუნდმა რომელმაც ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა დღეს.
ირაკლი
11 ივნისი 2019 02:21
2
მშვიდად ბიჭებო, მშვიდად, დაცვა იწყება ცენტრალური მცველებით, არც ერთი არ იყო (კვირკველია და ხოჭოლავა), ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ქვილითაია... ამათთან ერთად სულ სხვა გუნდი ვართ, მთავარია ეს მატჩები ოპტიმალურად გამოვიყენოთ და უფრო თამამად ენდოს ვაისი ახლებს, ლობჟანიძემ ხომ აშკარად გაამართლა, პაპუს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან ეტყობა უთამაშებლობა, ამ გუნდიდან უნდა დარჩეს ლორია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, ჰა ჰა გვილია, თუ ისევ არ ამოვარდება ფორმიდან, ხარაიშვილი, ზარანდია, ჭანტურიშვილი, ესენიც გამოადგებიან ნაკრებს მგონია, ერთი ახალიც უეჭველი გამოჩნდება ამ პერიოდში, ეს იყო საქართველოს ნაკრების მეორე შემადგენლობა, ასე რომ, წუწუნის დრო არაა და ჯობია მხარში დავუდგეთ ბიჭებს, რათა როცა საჭირო იქნება, მაშინ აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ, კაშიას დრო წავიდა, დიდი მადლობა მას, მაგრამ მისი ნდობა ბელორუსთან არ შეიძლება, ნავალოვსკიც ვეღარ ქაჩავს, მის ადგილასაც მოიძებნება კარგი ვინმე.
11 ივნისი 2019 16:05
13
Kidev ramdeni weli dagvchirdeba rom mivxvdet, fexburti ar aris chveni saqme.
Knops
11 ივნისი 2019 13:43
9
ფეხბურთი კი არის ჩვენი საქმე! აი ფულბურთში ძალიან მაგრად გვიჭირს!
aburjga
11 ივნისი 2019 14:34
2
ისე სიმართლე უნდა ითქვას:: ჩვენი "ვაჟკაცი ფეხბურთელების" ასეთი სუსტი თამაში იმ წვერებიანი კაცის(ალბათ ოდინის) ბრალი იყო ბანერად რო ქონდათ გაშლილი!!!!
ასე ეს და არ უნდა სხვა მიზეზებს ძებნა...
დაგვიშინეს გიბლარტარის მძლეველი დევგმირები აპაა....
ვაი ამგენის პატრონს უბედურს
სპორტ ფაზა
11 ივნისი 2019 04:09
1
1-1 ზე მსაჯმა 2 გოლი აჩუქა დანიას და მომენტები მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ჩვენს კართან.. სტატიის ავტორი აზრზე არ არის .. საქართველოს ნაკრები უეფამ გააბითურა ეს იქნება სწორი სათაური
gio
11 ივნისი 2019 17:21
11
მეც მანდ ვარ,რომ არა საეჭვო პენალტიდან ჩვენს კარში გატანილი გოლი სულ სხვა თამაში იქნებოდა.იგრძნეს რა ჩვენმა ფეხბურთელებმა,რომ ბრძოლას აზრი არ ქონდა საერთოდ მოეშვენ და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ.
გიოშა
11 ივნისი 2019 17:56
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული