"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
ჰო დაცვა ჩავარდა თვარა შეტევა და ნახევარდაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო! ესენი ვინ გყოლიათო მთელი დანია იძახოდა
ევგენი ფაიზაღოვი
11 ივნისი 2019 00:50
4
ეს რაც დღეს საღამოს ვნახეთ დიდი სირცხვილია ქართული ფეხბურთის, საერთოდ შეეშვან ფეხბურთის თამაშს, საცოდაობა ვნახე, უმწეობა , მოველოდი წაგებას რა თქმა უნადა , მაგრამ წაგებაა და წაგებაც, ამათზე დასახარჯი ფული სხვა სახეობის სპორცმენებს გადაუნაწილონ, საქართველოს ფედერაცია სართოდ დასაშლელია...
გიორგი
11 ივნისი 2019 01:06
14
გასაგებია, რომ დანია ფავორიტია და შედეგიც ლოგიკურია, მაგრამ არ შეიძლება 10 წუთი მაინც გუნდს პრესინგი ეთამაშო? მთელმა მსოფლიომ ისწავლა და ჩვენ კიდევ ყველას ნახევარ მოედანს ვუთმობთ. ასე გოლიც კარგად გავიტანეთ. თან თავდამსხმელი არ გვყავდა. რაც გიბრალტარი იყო ჩვენთვის, ის ვიყავით დანიისთვის.
:))))
11 ივნისი 2019 01:05
0
ძალიან საცოდავი ფეხბურთელები ჰყავს საქართველოს. ფიზიკურად ყველა ნოლია. ვაისი არაფერ შუაში არაა. გვარდიოლაც რომ მოიყვანო მაინც ასეთ დღეში იქნება ეს გუნდი.
გიორგი
11 ივნისი 2019 00:49
19
საქართველოს სასტარტო შემადგენლობით ვაისმა დაგეგმა 0-0 და სამართლიანადაც დავისაჯეთ 1-5-ით. როცა მთელი გუნდი ალეწილია და ამ დროს პაპუნა გყავს ჯამრთელი სათადარიგოთა სკამზე ეს უცნაურია, ხარაიშვილს ვისთვის ინახავს? 1-3-ის მერე ბიჭები გაჩერდნენ ეს კი იმას ნიშნავს რომ ფეხურთელებს არ აქვთ გამომუშავეული ბოლომდე ბრძოლის უნარი.
დათო30
11 ივნისი 2019 01:07
5
თორებ რომ გამოეყვანა მაგ პაპუნა ხომ დაანგრევდენ იქაურობას ძან დაბალი დონუს გუნდი არის საქართველოს ნაკრები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს
Irakli
11 ივნისი 2019 07:47
1
არასდროს მითქვამს ვაისზე ცუდი მაგრამ გუშინ სერიოზული შეცდომები დაუშვა პაპუ არ დააყენა ცირითათში ბურთის დამჭერი არ კყვვდა კიტე და გვილია მარტო რას გააწყობდა მეორე და მთვარაი არაკყავს ცირითადი ტან მაგალი მცველები და იცი დანია ტავითაც კარგად თამშობს დ ამდროს დვალს სკამზე ტოვებ უბრალო უვიცობაა კაცი ორი მეტროა ტითქმის.დ აშედეგი წააგე საჰაერო საჯარიმოში 99 პროცენტით მერე ტან მაგალი აბურურჯანია?ყავდა საერთოდ? ხარაიშვილი ცალკე თემააა.არადა პაპუ გამოვიდ ათუარა დაიწყეს ბურთის გათამშება ცადეს მაინც.მოკლედ ვაისმა და მსაჯმა დადო ეს შედეგი:)
mosexoneli
11 ივნისი 2019 08:08
1
ყველა გამოხმაურება
ჩადეთ ბავშვთა ფეხბურთში ფული და ააშენეთ ევროპული დონის სკოლები . მანამდე არაფერი საშველი არ იქნება. ესენი არიან გიბრალტარის დონის ფეხბურთელები
aleko
11 ივნისი 2019 01:04
5
პარუნაშვილის გასვლის შემდეგ გაგვიტანეს 3 გოლი... ვაისი არის უსუსტესი მწვრთნელი, კობიაშვილი კი
- უსუსტესი პრეზიდენტი ფედერაციისა! გამოდით ეხლა და რუსეთის ტროლებმა გაამართლეთ ორივე, თორემ დაინგრა ოჯახი!
გივი
11 ივნისი 2019 00:48
28
დავწერე რომ ფილმი პირველი მერცხალი გამახსენდა თქო...ვავა რა გვეშველება ერთი საუკუნით უკან ვართ
პეტროსი
11 ივნისი 2019 00:45
0
გუშინ დავწერე ჩვენ გუნდზე , შანსი არ გვაქ მაგრამ იმ ერთი ორი მომენტითაც მივიღებ სიამოვნებას მეთქი , გოლიც შევაგდეთ და მაგრად გამისწორდა. რაც შეეხება ფეხბურთელებს ძაან დაბალი დონისა გვყავს რა. უდიდესი დანაკლისები , კვირკველია, ჩაკვეტაძე, ოქრი , ჯანო ბურთს მაინც დაიჭერდა , ყაზაიშვიკი ოღონც ფორმაში. ანუ ნახევარი გუნდი არ გვყავდა. ჩვენ მაინც მივაღწევთ წარმატებას მერწმუნეთ.ისე იმ ვაუსს შიგააქ ნავალოვსკის დვალით შეცვლა რა შუაში იყო სამით ერთზე
Emiri
11 ივნისი 2019 00:49
14
კი ეგენი რომ გვყოლოდა 5:2 წავაგებდით
ჰმ!
11 ივნისი 2019 00:58
1
ვიღაცეები წერს ვაისი და ზოგიერთი ფეხბურთელი მარსზეა რეალობას მოწყვეტილიაო, რეალობას მოწყვეტილი ჩვენ ვართ გულშემატკივრები საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რეიტინგში მეათე გუნდთან წარმატებას რომ მოსთხოვ ქართული ფეხბურთის მდგომარეობის შემხედვარე
paata
11 ივნისი 2019 00:58
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული