ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
მსაჯს რო დააბრალო წაგება ამისათვის მინიმუმ კარგად უნდა ითამაშო. კარებში მსაჯი გვირტყავდა? 10-2 !!!! კუთხურებს მსაჯი აწვდიდა? 10-3 !!! ბურთს მსაჯი ფლობდა? 56-44 !!! პასებს მსაჯი აკეთებდა? 548 - 217 !!! დედა გვიტირეს დანიელებმა რა მსაჯი რის მსაჯი? ვაჟკაცურად მაინც ვაღიაროთ და ვთქვათ რომ დღეს ჩვენ არცერთ შესარჩევს არ უნდა ვთამაშობდეთ იმიტომ რომ უბრალოდ აზრი არ აქვს ამას. მე იმის მეშინია ბელორუსმაც იგივე არ დაგვმართოს და საერთოდ თავი არ მოგვეჭრას სრულიად დუნიაზე (მაგრამ მეტი როგორღა უნდა მოგვეჭრას ეგეც საკითხავია).
dadu
10:08 11-06-2019
4
დვალი რატომ იჯდა, ვინ დაგაბრალა მწვრთნელობა. ამდენი ხანია ლობჟანიძეს გიძახით და ხომ ხედავ გაამართლა. შემქმნელი, და ბურთის დამჭერი ფეხბურთელები სკამზე გეჯდა, მაგალითად აბურჯანია, მერებაც ბურთს კი ღეჭავს, პაპუც თავიდან გამოგეყვანა, ხარა, აქ გჭირდებოდა სწორედ ზარანდია და მჭედლიშვილი დაცვაში, საბერძნეთიდან მცველი დაგემატებია, უთამაშებელი კაშია, კაკაბაძე და ნავალა რომ ვერ გაქაჩავდა არ იცოდი? ბოლობოლო კანკავა დაგეწია და საყრდენში ადგილი გაგითავისუფლდებოდა, აბა რა მწვრთნელი ხარ. ფედერაციის მიკვირს საქართველოში მწვრთნელი არაა? მოდებაში არაა მაგ კაცი, ვერ ხვდებით? ფუი თქვენი.
iaSha
09:33 11-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული