ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
რა შეილება თქვა ყოველივე ამის შემდეგ?ალბათ ბევრი არც არაფერი!კიდევ ერთხელ გამოჩნდა რომ კვირკველია და ხოჭოლავა ნახევარი გუნდია.კაშიას რაც შეეხება ჩვენი ჩემპიონატის დონესაც ვეღარ ქაჩავს უკვე.
ქობულეთელი
11 ივნისი 2019 10:20
2
ამას არ უტყდება? ხუთი გოლი გაგიტანეს, ბურთი არ დაგანახეს, მსაჯმა დასაწყისში 0:0-ზე ორჯერ შეეძლო შენ კარში პენალტის დადება როცა ჯერ დოლბერგი წააქცია კაკაბაძემ და მერე კანკავას მოხვდა ხელზე, არ დაგიდო... და კიდევ იმ ერთ მომენტს მისტირის და მსაჯს აბრალებს დაეხმარაო. მაგარი ტეხავს როცა პასუხისმგებლობის აღება და სიმართლის თქმა არ შეგიძლია, ჩვენზე ძლიერები ხართო და რაღაცებს ჩმახავ და მიედ-მოედები

მე პირადად არც მქონდა მეტის მოლოდინი. და გამიხარდა მეტით რომ არ წავაგეთ. ირლანდიასთან ფრის შემდეგ ძალიან მოტივირებულები იქნებოდნენ და ჩვენს მეორე შემადგენლობით ჩავედით, დააზლოებით ისეთით, ლუქსემბურგმა რომ მოგვიგო ჩვენ მეორე სასტავს შარშან. ჰოდა მეშინოდა, ქართული ფეზბურთის ისტორიაში აქამდე ყველაზე დიდი წაგება 5 ბურთით იყო და კიდევ არ გაიზარდოსო. გადავრჩით თუ ამას გადარჩენა ჰქვია
უთავმოყვარეოა?
11 ივნისი 2019 02:17
2
წლევანდელი 6 თვის შედეგებით, საქართველოს ნაკრების თამაში აშკარად გაუარესებულია. თუ ვაისი არ შეიცვალა, ლოგიკურად ასე გაგრძელდება შემოდგომაზეც (ისევ კატასტროფულად წავაგებთ თბილისში დანიასთან, წავაგებთ თბილისში ირლანდიასთან, კატასტროფულად წავაგებთ შვეიცარიაში). შედეგად, მომავალი წლის გაზაფხულზე, ბელორუსთან (თბილისში!) გველოდება სრული კრახი. ერთადერთი გამოსავალია, დღესვე უნდა გაუშვან ვაისი.
მალხაზ ბოლქვაძე (ბათუმი)
11 ივნისი 2019 14:34
2
აქ ჟურნალისტებმა უნდა ამოიღოს ხმა, და ფედერაციას მოთხოვოს ვაისის გაშვება, ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი აჯობებს მაგას, გვესმის სამეგობრო და რამე, მაგრამ ეს ეროვნული ნაკრებია, თუ ვინმესთვის დახმარება უნდათ, ისე დაეხმარონ კაცო. კანკავა, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი, მერებაშვილი,ლორია, წარსულია, ისინი უკვე ასაკში არიან და მიუხედავად დიდი გამოცდილკებისა ვეღარ ქაჩავენ, ვერც კონცენტრაციას და ვერც სიჩქარეებს, მადლობა მათ და პროშჩაი, ამისულა კაცურად მოიქცა და წავიდა. დვალიშვილი გინებით წავიდა, წადით რა კაი სახელით ტო, მაინცდამაინც ვენოკი გინდათ? ამხელა რეზერვი გვაქვს და ბურთის დამჭერი არავინ იყო, არაბიძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი თავიდანვე უნდა დაეყენებია, დვალი თავიდანვე უნდა დაეყენებია, ზარანდია, მჭედლიშვილი, დაცვა იყო ნული, ერთი გრიგალავა. ორი წელია ლობჟანიძეს ვიძახით და ხო გამოჩნდა რომ გაამართლა. გაუშვით ეს კაცი, ჟურნალისტებოო, ერთი კარგი გადაცემა ან სტატია მაინც გამოაცხეთ, რას ეფერებით ამ უსინდისო მწვრთნელ-ფედერაციას. მიუჩინეთ მისი ადგილი, საოცარია პირდაპირ
ვასო
11 ივნისი 2019 12:54
3
ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით ვალში თვლიან პირადად თავს. რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:05
0
ეგ ვაისი ჯერ უნდა ცემო და მერე გააგდო. უთავმოყვარე ადამიანია
ნახალოვკელი
11 ივნისი 2019 11:16
3
გიბრალტარს რაღას ვერჩოდით, ხარჯი თუა, ისინიც გაგვეხარებინა რააა...
კ ო მ ბ ლ ე
11 ივნისი 2019 02:32
1
მოგზავნილია ეს დებილისშვილი
ვასო
11 ივნისი 2019 11:11
2
ვაის მადლობა! ოღონდ რისთვის არვიცი, ქართველები სტუმართ მოყვარეები ვართ და როგორც სტუმარს მადლობა და წადი! როგორც მოსვლით გაგვახარე ისე წასვლითაც ძმურად! ხო , შემდეგი მადლობა კაშიას მჭედლოს და ნავალას, თქვენც თავი დაგვნებათ! მეტი დრო, დვალს, კვირკვეს, ხოჭოლავას, ზარანდიას, გვილოს, ხარაბაძეს, პაპუნაშვილს, გაბედავას, კვარაცხელიას, აბურჯანიას, ოქროს ბიჭუნას რომელიც მალე დაგვიბრუნდება, ხვალინდელ მომვალს ახალგაზრდებს მეტი დრო ბიჭოოო!!! ეს შესარჩევი გამოიყენეთ იმისთვის რათა ჩამოაყალიბოთ გუნდი, აქედან გასვლას არავინ გთხოვთ და მოამზადეთ გუნდი ბელარუსთან დასახვედრად! მაგათ რო ვერ გაცდეთ წარმოდგენაც არმინდა რამოხდებს თბილის ქალაქში! იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე და ქართველ მწვრთნელზე. ცხადაძე-გეგუჩაძე-შოთა ან დევდარიანი(ცქიფო)
ახლა გედემეკეტა ჩემი კაი)
11 ივნისი 2019 02:42
3
ეხ უბედურებავ, ამას წინათ აქ ვკითხულობდი რომ პარუნაშვილი გამოიძახოსო და რა ქნა? ჯერ შეჩვევა უნდა ამ ბიჭებს ნაკრებში, საბას იძახებდა და ხშირად არ ათამაშებდა გუშინ ათამაშა და გაამართლა იმიტომ რომ შეჩვეული იყო და ადვილად აუღო ალღო ნაკრებს, ვინც ითმენს ის იგებს. ავიღოთ არაბიძე არცერთ გუშინ გამოძახებულ ფეხბურთელზე ნაკლები არაა მაგრამ მოთმინება არ აქვს სულ ითხოვს ალბათ ადგილს ძირითადში რის გამოც აღარ იძახებს ვაისი, დარწმუნებული ვარ რომ არა ის პენალტი რომელიც არსაიდან დაგვიდეს 2-1 წავაგებდით და არა 5-1, კარგად იყო მენტალურად ნაკრები განწყობილი და პირველი გოლის შემდეგ არ დანებდა დავიჭირეთ კონტრშეტევაზე და გავუტანეთ, დარწმუნებული ვარ რომ არა პენალტი ასე არ მოიშლებოდა ნაკრები. არაუშავს ყოველთვის იქნება შანსი რომ როდისმე ვანანებთ ჯერ 6-1 და ახლანდელ 5-1. ღმერთი ჩვენკენ.
roma
11 ივნისი 2019 11:56
7
ამ კაცს არ გააჩნია იმის ერთი ადგილი რომ აღიაროს საკუთარი შეცდომები და საერთოდ ამის ხელში ჩვენ ბელორუსს ვერ მოვუგებთ, ნუ არ არის ეს კაცი მეტის მცოდნე და ამას ხედავს ყველა გარდა ჩვენი პროფესიონალებით გატენილი ფედერაციისა.
Maximus
11 ივნისი 2019 11:39
3

სიახლეები პოპულარული