ვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

AutoSharing Option
11 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები დანიასთან დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჯვაროსანთა" დამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.

"დღევანდელი შეხვედრა უკეთესმა გუნდმა მოიგო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ იყო კარგი მომენტები. ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა.

მატჩი რომ თავიდან იწყებოდეს, კვლავ იმავე შემადგენლობას დავაყენებდი. ვიცი, ვინ არის ფორმაში, ვინ როგორ ფიზიკურ კონდიციაშია, ვინ არის ტაქტიკის შესაბამის მდგომარეობაში. რაც მოხდა დღეს, ამას ბევრი მიზეზი აქვს.

ხარაბაძეს არ აქვს გამოცდილება ასეთ გუნდებთან თამაშის, ის ჯერ
ძალიან ახალგაზრდაა. შანსი მივეცი უფრო გამოცდილ ნავალოვსკის. ხარაიშვილის გამოყენებას ვფიქრობდი დღეს, თუმცა, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ვერ ვათამაშე.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩებში იღებენ გამოცდილებას, მაგრამ მე აქცენტი გამოცდილ ნავალოვსკიზე გავაკეთე.

ასეთი შედეგის მერე ვერც ერთი მწვრთნელი ვერ იქნებოდა კმაყოფილი. ზოგადად, ჩვენი მთავარი საზრუნავი, თქვენი, ჩვენი საზრუნავი არის 2020 წლის მარტში ერთა ლიგის ნახევარფინალი. ის, რაც ესპანეთთან მოხდა, საუკუნეში ერთხელ ხდება და არ მოხდა დღეს. დანიას არ სჭირდებოდა მსაჯის დახმარება, თუმცა მაინც ასე გამოვიდა.

რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში აუცილებელია მეტი კონცენტრაცია, თუმცა, როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, ზონები გაიხსნა და ყველაფერი უფრო გართულდა", - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

დანიასთან მატჩის მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ბოლოსწინა, მეოთხე ადგილს იკავებს.

Sportall.ge-ს ჟურნალისტი ბაჩო შურღაია კოპენჰაგენიდან

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 42 /
ეხ უბედურებავ, ამას წინათ აქ ვკითხულობდი რომ პარუნაშვილი გამოიძახოსო და რა ქნა? ჯერ შეჩვევა უნდა ამ ბიჭებს ნაკრებში, საბას იძახებდა და ხშირად არ ათამაშებდა გუშინ ათამაშა და გაამართლა იმიტომ რომ შეჩვეული იყო და ადვილად აუღო ალღო ნაკრებს, ვინც ითმენს ის იგებს. ავიღოთ არაბიძე არცერთ გუშინ გამოძახებულ ფეხბურთელზე ნაკლები არაა მაგრამ მოთმინება არ აქვს სულ ითხოვს ალბათ ადგილს ძირითადში რის გამოც აღარ იძახებს ვაისი, დარწმუნებული ვარ რომ არა ის პენალტი რომელიც არსაიდან დაგვიდეს 2-1 წავაგებდით და არა 5-1, კარგად იყო მენტალურად ნაკრები განწყობილი და პირველი გოლის შემდეგ არ დანებდა დავიჭირეთ კონტრშეტევაზე და გავუტანეთ, დარწმუნებული ვარ რომ არა პენალტი ასე არ მოიშლებოდა ნაკრები. არაუშავს ყოველთვის იქნება შანსი რომ როდისმე ვანანებთ ჯერ 6-1 და ახლანდელ 5-1. ღმერთი ჩვენკენ.
roma
11 ივნისი 2019 11:56
7
ამ კაცს არ გააჩნია იმის ერთი ადგილი რომ აღიაროს საკუთარი შეცდომები და საერთოდ ამის ხელში ჩვენ ბელორუსს ვერ მოვუგებთ, ნუ არ არის ეს კაცი მეტის მცოდნე და ამას ხედავს ყველა გარდა ჩვენი პროფესიონალებით გატენილი ფედერაციისა.
Maximus
11 ივნისი 2019 11:39
3
ეგ ვაისი ჯერ უნდა ცემო და მერე გააგდო. უთავმოყვარე ადამიანია
ნახალოვკელი
11 ივნისი 2019 11:16
3
ვთვლი, რომ ასე დიდი ანგარიშით წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო. და ჩვენი ფეხბურთელების მაინც მადლობელი ვარ. რაც შეეხება მსაჯობას, ნამდვილად არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ არც პენალტი და არც მესამე გოლი ჩასათვლელი ნამდვილად არ იყო
ზვიადი
11 ივნისი 2019 11:12
12
მოგზავნილია ეს დებილისშვილი
ვასო
11 ივნისი 2019 11:11
2
Gexvecebit vinc pexburti ar icis,nu gaaketebt uazro komrntarebs
Zura
11 ივნისი 2019 10:59
3
ვაი თქვენს პატრონს ქართველებო,აზრზე არა ხართ წუხელ რა მოხდა და ზრაპრებს ყვებით ისევ,რის ლობჟანიძე,ან ხარაბაძე,ან აბურჯანია ან სხვები,რომელია გვყავს ფეხბურთელი,თუნდაც საშუალოზე ცოტა დაბალი,არავინ,ეს შემადგენლობა მთლიანად არის საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს პირველობა,რომ იყო აი მაშინდელი ნაკრების დონეა,მეტიც უფრო დაბალი დონეა,ხალხო გამოიფხიკეთ ყურები და გაახილეთ თვალები,გამოიტანეთ სწორი დასკვნები და საქმიანად იმსჯელეთ,ჰეი დეპოში ვართ,დეპოში,გაიღვიძეთ,რა დღეში ვართ მიზეზებიც კი არ ვიცით,რატომ ვართ ამ დღეში,შევეცდები მიგახვედროთ:ფედერაცია,მწვრთნელები,ჩემპიონატის დონე და ხარისხი,ელემენტარული სათამაშო მოედნების არ ქონა,ბაზების არქონა,განუვითარებელი და წყალწაღებული ქვეყანა და ათასი ჯანდაბა და უბედურება კიდევ.
roma
11 ივნისი 2019 10:59
16
მეც მინდოდა ბოღმის ამოღება, მაგრამ აზრი არ აქვს. უბრალოდ ცუდ, მოძველებულ, უაზრო ფეხბურთს ვთამაშობთ. მაგას ვერც გლდანის მაჟორიტარი უშველის და ვერც დიდი ფული. იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთში, ჩვეულებრივ დონეზე (მწვრთნელი, თეორეტიკოსი, ექიმი, ექსპერტი, მენეჯერი) ისეთი ხალხი ტრიალებს, რომლებსაც ბავშვს კი არა, ორ ბატს არ ანდობს ნორმალური კაცი.
პ.ს. ვაისმა სწორად თქვა. დანიას არ ჭირდებოდა მსაჯის დახმარებაო, ანუ ისედაც ძლიერია ჩვენზე და პლიუს მსაჯის დახმარება არ ჭირდებოდაო. ნუ იციკლებით, მსაჯს კი არ აბრალებს.
ჰაჰა
11 ივნისი 2019 10:48
3
ჩაჯვეტაძე, ოქრი, ანანიძე, მჭედლიძე, კვირკველია, ხოჭოლავა, ქვილითაია, მინიმუმ 80% ძირითადის ფეხბურთელები აკლდა გუნდს და ამის ფონზე ევროპის მერვე გუნდს ვეთამაშეთდა 2 მოგონილი გოლი ჩაგვითვალეს. თქვენ კი დგახართ და ლანძღავთ. ობიექტურად შეაფასეთ სიტუაცია ყველა პროფესორობას რომ იწყებთ.
Semi
11 ივნისი 2019 10:46
9
ოქრი, ანანიძე, მჭედლიძე ბოლოს რომელ საუკუნეში გახსოვს ნაკრებში? საიდან მოიტანე რომ ესენი ძირითადის ფეხბურთელები არიან? ხალხს წლებია უკვე მაღალ დონეზე აღარ უთამაშიათ რა ნაკრები რის ნაკრები? ნაკრებს აკლდა მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჩაკვეტაძე და კვირკველია დანარჩენი გვაკლია უკვე რამოდენიმე წელია და მათ ნაკრებში აღარც აღარავინ მოიაზრებს.მესმის ჩაკვეტაძე ნაკრების ყველა ფეხბურთელს ერთად აღებულს ჯობია, მაგრამ მარტო მესი და რონალდო ვეღარ იგებენ თამაშებს თუ სხვა დამხმარე არავინ ჰყავთ. ასე რომ ეგ ნამდვილად არ არის გასასამართლებელი საბუთი გუნდს 2 ფეხბურთელი რომ აკლდა.
dadu
11 ივნისი 2019 14:13
1
ბოლოს რო შემოიყვანე ლობჯანიძე რომელმა აგენტმა ჩააწყო, ვაბშე მაგის გამოძახება. ეს ფედერაციაც იმდენი ვაქეთ, სანამ თავის წინამორბედებს არ დაემსგავსა. თუმცა რომ ვუყურებ სტაფში ძველი შაიკის იმდენუ უვიცი ტიპი ყავთ რაა გასაკვირი. თფუი
გიო
11 ივნისი 2019 10:42
3
მე გეტყვი ვინ უნდა შემოეყვანა და ხარაიშვილი, ან კვარაცხელია თან ცოტა ადრე და და კიდევ რამდენიმე ბევრად უკეთესი მოთამაშის არჩევაც შეეძლო, გინდა მაგალითად გითხრა მაგ ლობჯანიძეს ვინ აჯობებდა, იგივე ზარანდია, და თუნდაც ქუთაისის ტორპედოელი ელვა! ასე რომ ტრაკს ნუ ათამაშებთ, ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:05
0
მე გეტყვი ვინ უნდა შემოეყვანა და ხარაიშვილი, ან კვარაცხელია თან ცოტა ადრე და და კიდევ რამდენიმე ბევრად უკეთესი მოთამაშის არჩევაც შეეძლო, გინდა მაგალითად გითხრა მაგ ლობჯანიძეს ვინ აჯობებდა, იგივე ზარანდია, და თუნდაც ქუთაისის ტორპედოელი ელვა! ასე რომ ტრაკს ნუ ათამაშებთ, ჟურნალისტები რო წაიყვანეს დანიაში და არცერთი მედია საშუალება არ წერს ახლა ხათრით რა სამარცხვინოებიც არიან ხალხმა მაინც ხო უნდა ამოიღოს ხმა!
ვაჟა
12 ივნისი 2019 10:03
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული